100 წლის ვაზის ისტორია, რომელიც თელაველმა კაცმა ნახევარი მილიონის სანაცვლოდაც არ გაყიდა

100 წლის ვაზის ისტორია, რომელიც თელაველმა კაცმა ნახევარი მილიონის სანაცვლოდაც არ გაყიდა

თელავის სოფელ წინანდალში, ნიკო ნიკოლაიშვილის ეზოში ხარობს თითქმის საუკუნე-ნახევრის ვაზი, რომელიც კარგა ხანია, მასპინძლის საოჯახო მარნის სავიზიტო ბარათად იქცა.

როგორც ოჯახის უფროსი ჩვენთან საუბარში აცხადებს, არაერთხელ შესთავაზეს ვაზის შესყიდვა, ნახევარი მილიონიც შესთავაზეს, თუმცა, პატრონმა სხვადასხვა მოტივით, პრინციპული უარი განაცხადა და როგორც თავად ამბობს, მისი წინაპრის ხელით დარგულ შავ თითას ვერასდროს შეელევა.

ნიკო ნიკოლაიშვილი:

- ეს მხოლოდ ვაზი არ არის, ჩვენი ოჯახის რელიკვიაა. დაახლოებით 10-15 წლის წინ ვთქვი, რომ 70 წლის იყო, თუმცა, როდესაც მეტი ინფორმაცია მოვიძიეთ მეც და სხვებმაც, მივხვდი, რომ 100 წლისაც არის და ბევრად მეტისაც... შემდეგ, თელავის მუზეუმის დახმარებით გავარკვიე, რომ მისი შვილობილი ვაზი იდგა სახლმუზეუმის ეზოში და მაშინდელი მონაცემებით აღწერილი ჰქონდათ, რომ 70 წლის იყო. მუზეუმის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ 1930-40-იან წლებში, წინანდლიდან ჰქონდათ წამოღებული ამ ვაზის ნერგი... ჩვენ გარდა, ყურძნის ეს სახეობა, სუფრის შავი თითა წინანდალში არავის აქვს და შესაბამისად, თავად დაასკვნეს, რომ ეს ჩვენი ვაზის შვილობილი იყო.

- ის ვაზი ახლაც ხარობს?

- არა, ბოლოს რომ ვიყავი, უკვე აღარ იდგა... ბოლო წლებში ხომ ბევრი რამ შეცვალეს. სავარაუდოდ, გახმა.

- წინანდალს ხშირად სტუმრობენ უცხოელები, თქვენი ვაზით თუ დაინტერესებულან?

- კი, მუდმივად მოდიან. ძალიან ბევრი ქვეყნიდან ჩამოდიან და ყველას უკვირს. ამას წინათ იტალიელები იყვნენ. ძალიან ბევრი ინფორმაცია ჰქონდათ ჩემს მარანზე. დიდხანს ათვალიერებდნენ, რაღაცები მკითხეს, მერქანი შეუმოწმეს და კარგა ხანს ერთმანეთში ისაუბრეს, შემდეგ კი, ერთ-ერთმა მითხრა, ასაკს აკლებთ, 150 წელზე მეტის არისო...

- როგორ შეიძლება ზუსტი თუ არა, რეალობასთან მიახლოებული ასაკის დადგენა?

- არ ვიცი, მაგრამ თელავის მუზეუმის თანამშრომლებისა და ჩემს ოჯახში არსებული გადმოცემის შეჯერების თანახმად, შავი თითა 140 წელზე მეტის არის. მე ვამბობ, ყველაზე არასადავო ასაკს, თორემ დიდი ალბათობით და ჩვენი უცხოელი სტუმრების გამოთვლით, ბევრად მეტის არის...

- როგორ უვლით?

- გაზაფხულზე ვსხლავ და შემოვბარავ ხოლმე. არაფერი განსაკუთრებული, ამასაც ისე ვუვლი, როგორც დანარჩენ ვაზს...

- რამდენია გარშემოწერილობა?

- ვაზის გარშემოწერილობა 125 სანტიმეტრია, მტევანი კი 4-5 კგ-ს იწონის. მისი ხეივანი დაახლოებით 10 მეტრზეა გაშლილი სიგრძეში და 4 მეტრზე - სიგანეში... განაგრძეთ კითხვა

"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ოპოზიციის გეგმები; მზადება არჩევნებისთვის; ხელისუფლების პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"