გურჯაანის რაიონი სოფელ ჭერემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გურჯაანის რაიონი სოფელ ჭერემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზის ორი მონაკვეთი ჩახერგილია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადიდებულმა მდინარემ მოანგრია სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. მოსახლეობა გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

სტიქიამ დაზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 15 ოჯახი დახმარების მოლოდინშია.

"ასეთი სტიქია არ გვახსოვს. გზის ორი ნაწილი სრულად არის ჩახერგილი. გადაადგილებას ვერ ვახერხებთ. დახმარებას ვითხოვთ. სოფელში არ გვაქვს მაღაზია და სხვა აუცილებელი ობიექტები. გურჯაანის მერი იყო ადგილზე მოსული და როგორც გვითხრეს, სამუშაოები მალე დაიწყება“, - განაცხადა ადგილობრივმა ვაჟა მაჩხაშვილმა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხარჯთაღიცხვა, ასევე პარალელურად ხდება სპეციალური ტექნიკის მობილიზება და აღდგენითი სამუშაოები ცოტა ხანში დაიწყება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ