შსს-მ "დომენიკ მანგოზე" გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

შსს-მ "დომენიკ მანგოზე" გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში მოქალაქე კუკური ბარამიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაზე მოკვლევა დაიწყო.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მოკვლევა შეეხება იმას თუ ვინ არის ვიდეოზე ასახული და რამდენად ავთენტურია ვიდეოკადრები.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ აიძულებს რამდენიმე ადამიანი ნაცემ კუკური ბარამიძეს (იგივე დომენიკ მანგოს) ბოდიშის მოხდას იმ განცხადებების გამო, რომელიც მან პატრიარქისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გააკეთა.