საქართველოს კოსმოსურ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა განიხილება

საქართველოს კოსმოსურ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა განიხილება

კოსმოსის ათვისების პროგრამის ფარგლებში, განიხილება საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა. ევროპის კოსმოსურ სააგენტოში სპეციალური ვიზიტით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, მიხეილ ბატიაშვილი იმყოფება. ვიზიტის პირობებში ხდება კოსმოსის კვლევების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და იმართება კონსულტაციები მიმდინარე კვლევებთან დაკავშირებით, რომელიც კოსმოსის ათვისების პროცესში, მსოფლიოში მიმდინარე უახლეს აღმოჩენებსა და მიღწევებს პასუხობს.

კოსმოსის ათვისების ტრენდს მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციები ზედმიწევნით აანონსებენ და ამ მიმართულებით მრავალი მასშტაბური კვლევითი პროექტი მიმდინარეობს. სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოები ანვითარებენ კოსმოსური ტურიზმის მიმართულებას, ამერიკის კოსმოსური სააგენტო (NASA) აქტიურად მუშაობს პლანეტა მარსის კოლონიზაციის პროექტზე. მის მიერ ჩატარებულმა უკანასკნელმა კვლევებმა წითელ პლანეტაზე (მარსზე) არსებულ სამი მილიარდი წლის წინანდელ ზედაპირებზე, გამოავლინა სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანული მოლეკულები, რომელიც შემდგომი კვლევებისა და ანალიზის საფუძველია მსოფლიოში.

აღნიშნული ტენდენცია დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა ინდუსტრიებზე, რომელთა კვლევა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, კომპანია HP.Inc-ის მიერ დაფუძნებულ კვლევით ლაბორატორიაში უკვე დაწყებულია. მალე, ლაბორატორია მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტს წარადგენს, რომლის ინიცირება და განხორციელება საქართველოში დაიწყება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ