ერდოღანი თურქ ამომრჩევლებს - დასავლეთს 24 ივნისს ერდოღანის მარცხის ნახვა სურს, მზად ხართ დასავლეთს გაკვეთილი ჩაუტაროთ?

ერდოღანი თურქ ამომრჩევლებს - დასავლეთს 24 ივნისს ერდოღანის მარცხის ნახვა სურს, მზად ხართ დასავლეთს გაკვეთილი ჩაუტაროთ?

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქ ამომრჩევლებს მოუწოდა, 24 ივნისს არჩევნებზე მივიდნენ და მას დაუჭირონ მხარი. ამის შესახებ გამოცემა „ჰურიეთი“ წერს.

„დასავლეთი 24 ივნისის არჩევნებს ელოდება. რისი ნახვა სურთ მათ? - ერდოღანის მარცხის. მზად ხართ დასავლეთს გაკვეთილი ჩაუტაროთ? მე მჯერა, რომ თქვენ მათ ამ გაკვეთილს ჩაუტარებთ“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა სტამბოლში მრავალათასიან წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.

ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე 24 ივნისს პრეზიდენტობისთვის რეჯეფ თაიფ ერდოღანი („სამართლიანობისა და განვითარების პარტია“), მუჰარემ ინჯე („სახალხო-რესპუბლიკური პარტია“), სელაჰატინ დემირთაში („ხალხთა დემოკრატიის პარტია“), მერალ აქშენერი („კარგი პარტია“), თემელ ქარამოლაოღლუ („ბედნიერების პარტია“) და დოგუ პერინჩეკი („სამშობლო“) იბრძოლებენ. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად თურქეთში საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე