მილიონერი, რომელიც მსოფლიოში ათასობით ადამიანს დაეხმარა, სიმსივნით გარდაიცვალა

მილიონერი, რომელიც მსოფლიოში ათასობით ადამიანს დაეხმარა, სიმსივნით გარდაიცვალა

ახალგაზრდა ავსტრალიელი მილიონერი, რომელმაც სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ მთელი ქონება ქველმოქმედებას მოახმარა, გარდაიცვალა. The Sun-ის ინფორმაციით, ალი ბანატს 2015 წელს ექიმებმა უთხრეს, რომ მხოლოდ 7 თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ამის მიუხედავად, ბიზნესმენმა კიდევ 3 წელი იცოცხლა და ეს პერიოდი სხვების დახმარებას დაუთმო.

როდესაც ბანატს დიაგნოზი დაუსვეს, მიხვდა, რომ მატერიალური ქონება მისთვის არაფერს ნიშნავდა. გადაწყვიტა, ღარიბი მუსულმანების დასახმარებლად თანხა მოეძია.

ქველმოქმედებისთვის ალიმ გაყიდა ყველა მანქანა, ძვირფასი საათები, სამოსი კი გაჭირვებულებს დაურიგა.

ვიდეოში, რომელიც მთელს მსოფლიოში ვირუსულად გავრცელდა, ბიზნესმენი ამბობს, რომ სიმსივნე ღმერთის საჩუქარი იყო მისთვის, რადგან დიაგნოზმა მისცა შანსი, ყველაფერი შეეცვალა ცხოვრებაში.

2015 წლის ოქტომბერში მან დაიწყო საქველმოქმედო პროექტი Muslims Around The World (მუსულმანები მსოფლიოს გარშემო), რათა დახმარებოდა აფრიკაში, ტოგოში მცხოვრებ მოსახლეობას.

ტოგოში მან 2 კვირაზე მეტ ხანს იმოგზაურა, შეხვდა ბავშვებს და ოჯახებს, რომლებსაც საარსებო საშუალებაც კი არ ჰქონდათ.

მისმა ორგანიზაციამ აღადგინა მეჩეთი, სამედიცინო ცენტრი და სკოლა.

ვიდეოში, რომელიც მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაიწერა, ალი სთხოვს ხალხს, მისი საქმე გააგრძელონ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ