"ოცნებებს ასრულების შანსები ეძლევათ" - როგორია მომდევნო 5 თვის ასტროლოგიური ტენდეციები

"ოცნებებს ასრულების შანსები ეძლევათ" - როგორია მომდევნო 5 თვის ასტროლოგიური ტენდეციები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში უახლოესი თვეების ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ წერს:

"18 ივნისიდან თევზებში მოძრავი ნეპტუნი 16°29' ზე რეტროგრადული გახდება და ნოემბრის ბოლომდე უკუსვლით იმოძრავებს. დიდი ხანი გრძელდება ნეპტუნის რეტროგრადულობა და როგორ აისახება ეს ჩვენზე? ნეპტუნი წელიწადში დაახლოებით 6 თვის მანძილზეა არის ხოლმე რეტროგრადული. ეს ის დროა, როდესაც ზღვარი რეალობასა და წარმოსახვითს შორის ძალზე ფერმკრთალდება და ოცნებებს ასრულების შანსები ეძლევათ. გამოიყენეთ ეს დრო საკუთარ ფანტაზიებში ჩასაღრმავებლად. თუმცა ამავდროულად უნდა ითქვას, რომ რეტრო ნეპტუნს არც თუ მცირე ქაოსის შემოტანაც შეუძლია ჩვენს ცხოვრებაში. თუკი ნატალურ რუკაში ამის მიდრეკილება ჩანს, ზედმეტი შთაბეჭდილებების ზეგავლენით ადამიანი შეიძლება ილუზიებს და თვითმოტყუებას მიეცეს. ან მეორე უკიდურესობაში გადავარდეს და არსებულ სიძნელეებზე "ჩაიციკლოს". ასეთ დროს, სამწუხაროდ, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისაკენ მისწრაფება მატულობს. მითუმეტეს რომ, თევზების ზოდიაქოც საკმაოდ უწყობს ხელს მსგავსი სიტუაციების წარმოქმნას.

რეტრო ნეპტუნის პერიოდში არ ღირს ყველაფრის ბრმად დაჯერება. ნუ მიენდობით უცხო ადამიანებს, რადგან მაღალია მოტყუების და თაღლითობის ბადეში გაბმის ალბათობა. ნუ წახვალთ სარისკო ქმედებებზე. არავითარი ფინანსური "პირამიდები"'! ამ პერიოდში ასეთ მსხვილ თემებში კი არა, ელემენტარულ ხურდაში და წონაშიც კი შეიძლება მოგატყუონ... სჯობს მეტი სიფხიზლე გამოვიჩინოთ და ვეცადოთ მოვლენებს ქაოტურად არ მივყვეთ, დავგეგმოთ ისინი. განსაკუთრებით ეს ეხება პრაქტიკული ხასიათის საქმეებს, მათ შორის - ფინანსურსაც. თუ ჩვენ საკუთარ ცხოვრებას გააანალიზებთ, მივხვდებით, რომ ჩვენი შიშები, ილუზიოები და ქაოსურობა არა მხოლოდ ჩვენ გვაყენებს ზიანს, არამედ ჩვენს გარშემო მყოფებსაც. ამიტომ უმჯობესია, რომ ეს ენერგია, რასაც რეტრო ნეპტუნი ჩვენში აგროვებს, სულიერი ზრდისთვისა და შინაგანი ჰარმონიზაციისათვის გამოვიყენოთ. კარგია ფანტაზიის განვითარებისთვის, შემოქმედებისთვის - ხატეთ, ძერწეთ, ქსოვეთ, ბუნებასთან კონტაქტისთვის, განმარტოებისა და მედიტაციისთვის, ლოცვებისთვის. გაეცით თქვენი სიყვარული სამყაროს მიმართ და უკან ათასგზის გაზრდილი დაგიბრუნებათ".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს