ზაზა სარალიძე - გახარია თუ დარჩება თავის ადგილზე, ჩავთვლი, რომ მთავრობა და სისტემა ისევ გვიპირისპირდება

ზაზა სარალიძე - გახარია თუ დარჩება თავის ადგილზე, ჩავთვლი, რომ მთავრობა და სისტემა ისევ გვიპირისპირდება

როგორც კი მამუკა ბახტაძე დაინიშნება თანამდებობაზე, მაშინვე მოვითხოვ მასთან შეხვედრას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა. მანვე შს მინისტრობის კანდიდატზე გიორგი გახარიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ის თანამდებობაზე დარჩება, ამ საქმის გაყალბება გაგრძელდება.

„მთავრობის გადადგომა ემსახურებოდა თემის გადაფარვას და იმის მცდელობას, რომ საპროტესტო აქციები შევწყვიტოთ, რადგან მთავრობაში ახლა ისეთი სიტუაცია შექმნეს, ვის უნდა მოსთხოვო პასუხი?! ამ მუხტს არ ჩავაქრობ. ბახტაძე როგორც კი დაინიშნება, მაშინვე მოვითხოვ შეხვედრას მასთან. კონკრეტულად მოვთხოვ, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე. შს მინისტრი ჩათვალეთ, რომ არ გვყავს. გახარია თუ დარჩება თავის ადგილზე, მე პირადად ჩავთვლი, რომ მთავრობა და სისტემა ისევ გვიპირისპირდება. გახარიას უწყებამ დაიწყო თავდაპირველად ამ საქმის გაყალბება. თუ გახარია დარჩა თავის ადგილზე, ჩათვალეთ, რომ გამოძიება აღარ არსებობს“, - განაცხადა სარალიძემ.

მანვე ისაუბრა ფილმის შესახებ, რომელიც ხვალ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნდა გავიდეს და განაცხადა, რომ დაახლოებით შინაარსი იცის, მაგრამ ჯერ თავადაც არ აქვს ფილმი ნანახი.

„ფაქტია, ეს ფილმი ყველას ანახეს ჩემს გარდა - საგამოძიებო კომისიას, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ფილმში არის აღწერილი თავიდან ბოლომდე თუ რა მოხდა, ვინ ურტყავდა დანას ჩემს შვილს, ლევან დადუნაშვილს. ეს არის შეჯამებული ვერსია. შს სამინისტროს დაინტერესება იყო, რომ ეს ფილმი არ გასულიყო, რადგან მასაც უნდა ის ორი ადამიანი დაისაჯოს მხოლოდ, ვისაც ახლა მისჯილი აქვს. ნათია მეზვრიშვილი გამოვიდა და ისე გამოუვიდა, რომ მოსამართლე შეცდა“, - განაცხადა სარალიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ