ძმის მიერ დაჭრილ გოგონას ჭრილობები მხრის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება

ძმის მიერ დაჭრილ გოგონას ჭრილობები მხრის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება

ზუგდიდში ძმის მიერ დაჭრილ გოგონას ჭრილობები მხრის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის ჰოსპიტალში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თავის მხრივ, შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ძმამ და დღეს დილით, შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ, დანით დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში, ქალის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ