დონალდ ტრამპი - ჩვენ არ გვსურს, რაც მიგრანტების მხრივ ევროპაში ხდება, ჩვენთანაც მოხდეს

დონალდ ტრამპი - ჩვენ არ გვსურს, რაც მიგრანტების მხრივ ევროპაში ხდება, ჩვენთანაც მოხდეს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. „გერმანელი ხალხი საკუთარი ლიდერების წინააღმდეგ გამოდის, ვინაიდან მიგრაცია საფრთხეს უქმნის ისედაც მყიფე ბერლინურ კოალიციას. დანაშაულის სტატისტიკა გერმანიაში იზრდება. ევროპამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საკუთარ ტერიტორიაზე შეუშვა მილიონობით ადამიანი, რომელმაც ასე ძლიერად და ძალადობრივად შეცვალა მათი კულტურა. ჩვენ არ გვსურს, რომ ის, რაც მიგრანტების მხრივ ევროპაში ხდება, ჩვენთანაც მოხდეს!“ - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის „ქრისტიანულ-სოციალურმა კავშირმა“ საიმიგრაციო კრიზისთან მიმართებაში საერთო ევროპული გადაწყვეტილების მოსაძებნად ქვეყნის კანცლერს ანგელა მერკელს ორკვირიანი ვადა მისცა. თუ ორ კვირაში ასეთი გადაწყვეტილება არ მოიძებნება, „ქრისტიანულ-სოციალურმა კავშირის“ ლიდერი და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი გერმანიაში შესვლას აუკრძალავს იმ მიგრანტებს, რომლებმაც რეგისტრაცია სხვა ქვეყნებში გაიარეს.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად გამოკითხული ამერიკელების 45% აფასებს. ამის შესახებ ნათქვამია ანალიტიკური სააგენტო Gallup poll-ის გამოკითხვის შედეგებში. აღსანიშნავია, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ ეს ტრამპის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მათ შორის, ვინც ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებს, 90%-ს „რესპუბლიკელები“ შეადგენენ.

Gallup poll-ის ინფორმაციით, მთელი პრეზიდენტობის მანძილზე ტრამპს მის წინამორბედებთან შედარებით გაცილებით დაბალი რეიტინგები ჰქონდა. გამოკითხვა ტელეფონის საშუალებით 11-17 ივლისს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1511 ადამიანმა მიიღო. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე