შსს პოლიციელებისთვის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში ბინების მშენებლობას იწყებს

შსს პოლიციელებისთვის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში ბინების მშენებლობას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას იწყებს, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გახარიამ საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს სიტყვით მიმართა.

“სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად ჩვენ ვიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც სოციალურ გარანტიებს გაზრდის თითოეული პოლიციელისთვის და მისცემს მათ საშუალებას თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარებისთვის. ასევე რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი სოციალური პროგრამები იქნება კიდევ უფრო მეტი გარანტი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდები მოვიძიოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა გახარიამ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო