რჩევები ღვინის მოყვარულებს - რომელი კუთხის ღვინოები უნდა მივირთვათ ზაფხულში

რჩევები ღვინის მოყვარულებს - რომელი კუთხის ღვინოები უნდა მივირთვათ ზაფხულში

ზაფხულის ღვინოებზე გასულ წელსაც ვწერდით, მაგრამ ყოველ წელს თავისი სიახლეები აქვს. ამავე დროს, წლევანდელი ზაფხულის გარდაუვალი სიცხეებიც გვიბიძგებს, ვიფიქროთ, რომელი ღვინით გავგრილდეთ და ვისიამოვნოთ. პირველ ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ საზაფხულო ღვინოები კარგად უნდა ეხამებოდეს ნაკლებად ცხიმიან კერძებს, როგორიცაა: ცივად მოხარშული დედალი, ყველი, სალათები, თევზეული, ხილი და სხვა ისეთი ნუგბარი, რასაც ადამიანი ზაფხულში მიირთმევს.

როგორც წესი, საზაფხულო ღვინო უნდა იყოს მსუბუქი, მაღალმჟავიანი, ხალისიანი და ჩაციებული, რათა მისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ. ამიტომ, როცა არჩევანზე მიდგება საქმე, პირველ რიგში, დასავლეთ საქართველოში დაყენებული ღვინოები უნდა მოვიკითხოთ ხოლმე: „ციცქა“, „ცოლიკოური“, „კრახუნა“, „ჩხავერი“, „ალადასტური“ და ა.შ. სასიხარულოა, რომ თბილისში დასავლეთის ღვინოები უკვე დეფიციტური აღარაა, როგორც ეს იყო 5-10 წლის წინ, როცა ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშის - ცოლიკოურის ღვინოც კი სანთლით საძებარი იყო. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს