ხოშტარია წულუკიანს - ხუთი წელია ადამიანის უფლებების დროშით ხართ მოსული და ცუნამმა, უსამართლობის განცდამ წაიღო ოჯახები

ხოშტარია წულუკიანს - ხუთი წელია ადამიანის უფლებების დროშით ხართ მოსული და ცუნამმა, უსამართლობის განცდამ წაიღო ოჯახები

არ შემიძლია გაკვირვება არ გამოვხატო, რომ თეა წულუკიანმა ამ ჯერზე ირაკლი შოთაძეს ძალიან ცოტა მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. მან იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს მიმართა და განაცხადა, რომ მისი პასუხისმგებლობის აღქმა არაადეკვატურია.

„არ შემიძლია გაკვირვება არ გამოვხატო, რომ თეა წულუკიანმა ამ ჯერზე ირაკლი შოთაძეს ძალიან ცოტა მადლობა გადაუხადა და რამე კრიზისი ხომ არ გაქვთ? აზრი ხომ არ შეიცვალეთ? შოთაძემ რაღაც ხომ არ დააშავა მოქალაქეებთან? - აბსოლუტურად არაადეკვატურია თქვენი აღქმა და თქვენი პასუხისმგებლობის აღქმა იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც დღესაა ქვეყანა. იმ კრიზისის ფონზე, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად გაითელა და თქვენ საუბრობთ რაღაც ტალღებზე. ხუთი წელია ადამიანის უფლებების დროშით ხართ მოსული, რეფორმების ტალღებზე ლაპარაკობთ და ცუნამმა და უსამართლობის განცდამ წაიღო ოჯახები“, - განაცხადა ხოშტარიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები