გიორგი გახარია - საოკუპაციო ხაზთან მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდა იგეგმება

გიორგი გახარია - საოკუპაციო ხაზთან მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდა იგეგმება

საოკუპაციო ხაზთან მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდა იგეგმება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ მიმართულებით დეტალური გეგმები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

“საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით გეგმები გვაქვს, მაგრამ აქ ძირითადი კომპონენტი არის ტექნოლოგიური ნაწილის განვითარება სხვადასხვა ფორმებით, ეს უნდა იყოს კამერების ნაწილი და მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უახლოეს პერიოდში უფრო კონკრეტულ მონაცემებს და გეგმებს მოგაწვდით“, - მიმართა დეპუტატებს გახარიამ.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი