"ერთი ტკივილი გვაერთიანებს - ჩვენ დაგვიხოცეს შვილები..." - ზაზა სარალიძე დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე

"ერთი ტკივილი გვაერთიანებს - ჩვენ დაგვიხოცეს შვილები..." - ზაზა სარალიძე დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე მივიდა.

იქამდე სოფელ დუისში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვეს. აქციაზე იმყოფებოდა ზაზა სარალიძე, რომელმაც სიტყვით მიმართა აქციის მონაწილეებს:

"მე დღეს ჩამოვედი აქ, რადგან მე და მაჩალიკაშვილებს გვაერთიანებს ერთი დიდი ტკივილი - ჩვენ დაგვიხოცეს შვილები და სამართალს ვერ ვპოულობთ... დღეს, როდესაც ხელისუფლება არ გვყავს, ვერანაირ ვადას ვერ დავაწესებთ, მაგრამ ახალ პრემიერ-მინისტრს შევხვდები და მოვითხოვ, პირადად გააკონტროლოს ეს ორი საქმე. მე მხარდაჭერას ვუცხადებ ქისტ ხალხს“, - განაცხადა სარალიძემ.

იხილეთ ვიდეო: შვილმოკლული მამების ემოციური კადრები პანკისიდან: ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მამის დღე თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე

ფოტო: ნათია წითელაური

იხილეთ ვიდეო: ემოციური კადრები - მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე მივიდნენ

აქციაზე სიტყვით გამოვიდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი:

"დღეს, როდესაც მთავრობა აღარ გვყავს, იმედი მაქვს, ახალი პრემიერის პირობებში ჩვენს სამართალს ვიპოვით. აქამდე არ ვიცოდი და ახლა გავიგე, ეს სპეცოპერაცია გომელაურის და გახარიას დაგეგმილი ყოფილა. ამიტომ მოვითხოვ მათ პასუხი აგონ ამ ტერორისტულ აქტზე. მოვითხოვ აღიარონ, რომ შეეშალათ და უდანაშაულო შვილი მომიკლეს. საქართველოს 75% და მთელი პანკისი ჩვენს გვერდითაა სიმართლის მოლოდინში. დაიმახსოვროს ხელისუფლებამ - ქისტები არ დავიჩოქებთ, ქისტების სისხლზე თამაში დასრულდა, აღარ მოგცემთ ამის საშუალებას! პირობას ვდებ, რაც არ უნდა მოხდეს, სიმართლის ძიებას არ შევწყვეტ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ