პენსია 20 ლარით იზრდება

პენსია 20 ლარით იზრდება

2019-2020 წლებში სახელმწიფო პენსიების 20-20 ლარის ოდენობით ზრდა არის დაგეგმილი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძებები. მათ შორის დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ჩვენ საშუალოვადიან ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით დაახლოებით 400 მლნ ლარი“, - განაცხადა ბახტაძემ.

"ტიფიანი მერი" - ყველაზე საშიში ქალი ამერიკაში

"წაართვეს მეფეს, დაუმალეს ჰიტლერს, იპოვა სიდნეელმა ღვინით მოვაჭრემ" -  ნადირობა საქართველოში არსებულ სტალინის საიდუმლო ღვინის საცავზე

1 - ლი სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება - თანხები პენსიონერების ანგარიშებზე წინასწარ შედგენილი გრაფიკით ჩაირიცხება