რა წავიკითხოთ ზაფხულში? ”ბიბლუსი” გირჩევთ მსოფლიო ბესტსელერებს

რა წავიკითხოთ ზაფხულში? ”ბიბლუსი” გირჩევთ მსოფლიო ბესტსელერებს

ზაფხული მოვიდა და ყველა დასასვენებლად ემზადება. ჰამაკი, სიგრილე, გამაგრილებელი სასმელი და წიგნი - ეს კი ზაფხულის დასვენებისთვის საჭირო ატრიბუტებია. ცხელ დღეებში ზღვის სანაპიროზე მზესთან ერთად წიგნებთან მიფიცხებას არაფერი სჯობს.

თუმცა აქვე ჩნდება ერთი მეტად მნიშვნელოვანი კითხვა - რა წავიკითხო? ბოლო პერიოდში ქართულ ენაზე უამრავი მსოფლიო ბესტელერი ითარგმნება, ხელახლა გამოიცემა კლასიკაც. შესაბამისად, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. წიგნის ყველაზე დიდ მაღაზიათა ქსელში ”ბიბლუსი” უამრავი წიგნია და ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ადამიანი შეძლებს საკუთარი ინტერესების შესაბამისი ლიტერატურის არჩევას. თუმცა „ბიბლუსმა“ გადაწყვიტა დაგეხმაროთ შერჩევის პროცესში და ამიტომაც კომპანია გირჩევთ 5 მსოფლიო ბესტსელერს, რომელიც სწორედ ზაფხულში უნდა წაიკითხოთ.

ელიფ შაფაქის „რწყილების სასახლე“

„რწყილების სასახლე“ პოპულარული თანამედროვე თურქი მწერლის, ელიფ შაფაქის მორიგი ბესტსელერია. ესაა წიგნი ათი განსხვავებული ადამიანის შესახებ. ისინი რუსეთიდან ემიგრირებული არისტოკრატის მიერ საკუთარი ცოლისთვის აგებულ სასახლეში ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად. ავტორი ამ ადამიანების პორტრეტებს გვიხატავს და მკითხველიც სრული სიცხადით ხედავს მათ ტრაგიკულ და, ამავდროულად, კომიკურ ცხოვრებას. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა თურქეთის #1 ბესტსელერი და მალევე ითარგმნა 30-მდე ენაზე, რის შემდეგაც, მსოფლიო მასშტაბითაც მოიპოვა აღიარება.

კაზუო იშიგურო „დღის მიწურულს“

ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის კაზუო იშიგუროს ეს რომანი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. საქართველოში მისი წარდგენის ღონისძიება სულ რამოდენიმე კვირის წინ გაიმართა და ქართველ მკითხველშიც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. წიგნი ერთგული მსახურის ამბავს გვიყვება, რომელმაც მთელი ცხოვრება სხვაზე ზრუნვაში გაატარა ერთ-ერთი ჩვეულებრივი დღის მიწურულს კი გაიაზრა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობში საკუთარი თავისთვის არცერთი წუთით არ უცხოვრია. ეს საღამო კი გარდამტეხი აღმოჩნდა მისი ცხოვრებისთვის

ნიკოლას უინის „მზეც ხომ ვარსკვლავია“

არაერთი მსოფლიო ბესტსელერის თანამედროვე ავტორის წიგნი „მზეც ხომ ვარსკვლავია“ სულ ცოტა ხნის წინ ითარგმნა ქართულ ენაზე და ძალიან სწრაფად მოიპოვა ხალხის სიყვარული. მთავარ გმირს, ნატაშას, მხოლოდ მეცნიერებისა და ფაქტების სჯერა. ბედისწერა, იღბალი და მიუღწეველზე ოცნება მისთვის გაუგებარი რამაა; კიდევ უფრო წარმოუდგენელია თუნდაც სიმპათიური ბიჭის ერთი ნახვით შეყვარება - მით უმეტეს მაშინ, როცა თორმეტ საათში ნატაშას და მის ოჯახს ქვეყნიდან იამაიკაზე აძევებენ, მაგრამ ყველაფერი სწორედ ისე წარიმართება, როგორც ნატაშას ვერ წარმოედგინა...

ფრედერიკ ბეგბედერის „ რომანტიკული ეგოისტი“

სკანდალური თანამედროვე ფრანგი მწერლის, „99 ფრანკის“ ავტორის, ფრედერიკ ბეგბედერის რომანი ეს რომანი მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. "ამ დღიურის, უფრო სწორად კი ანტიდღიურის, როგორც მას თავად ავტორი უწოდებს, წერა 2000 წელს დაიწყო ბეგბედერმა. დღიური მის ერთფეროვან ცხოვრებას ასახავს, რომლითაც ის უკმაყოფილოა და გამუდმებით ეძებს სიახლეებს .ხშირად თავზეხელაღებული გართობის გზებითაც კი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ავტობიოგრაფიულია, მთავარი გმირის სახელად ხშირად მაინც ოსკარ დიუფრეზნი გვევლინება.

ჰარუკი მურაკამი „ნადირობა ცხვარზე“

„ნადირობა ცხვარზე“ მურაკამისთვის ჩვეული ერთგვარი მისტიციზმით მძაფრად გაჯერებული წიგნია. გამართული სიუჟეტური ხაზი, მარტივი სიტყვები, მშვიდი თხრობა განსაკუთრებით უხდება საზაფხულო გარემოს. თუმცა მიუხედავად ამისა, ფინალი მართლაც ბევრ კითხვას ბადებს, რომლებზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. წიგნი ყოველგვარი განმარტების გარეშე, ერთბაშად მთავრდება, რაც გამოუცდელ მკითხველს ლამის გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს, თუ ის, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიუჟეტური ხაზის იმედად დარჩება. მაშველი რგოლის მაგივრობას ფსიქოანალიზი თუ გაგიწევთ, რის წყალობითაც, საბოლოოდ ყველაზე თუ არა, ბევრ კითხვაზე მიიღებთ პასუხს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის პერიოდში თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენება საინტერესო ლიტერატურის კითხვით შეგიძლიათ. კომპანია „ბიბლუსი“ კი გირჩევთ მიეფიცხოთ წიგნებს და არ გაუშვათ ხელიდან მსოფლიო ბესტსელერბის გაცნობის შანსი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს