მსოფლიოს ორი სექსუალური ბებია ერთმანეთს პირველობისთვის ებრძვის

მსოფლიოს ორი სექსუალური ბებია ერთმანეთს პირველობისთვის ებრძვის

47 წლის ჯინა სტიუარტი რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, როდესაც კონკურსში Maxim's Finest Australia 18 წლის გოგონებს დაუპირისპირდა. იმ დროისთვის ჯინა ამბობდა, რომ კოსმეტიკასაც კი არ ხმარობდა, თუმცა აღიარებს, რომ 11 წლის წინ მკერდის ოპერაცია გაიკეთა.

სტიუარტს 11 თვის შვილიშვილი ჰყავს. მან, მართალია, სილამაზის კონკურსი ვერ მოიგო, თუმცა „მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ბებიის“ ტიტული ნამდვილად ერგო.

ყველაზე სექსუალურ ბებიობაზე პრეტენზია აქვს დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ კერი ჰილტონსაც, რომელიც 35 წლისაა და უკვე ბებია გახდა. ის ამბობს, რომ დროა, სტიუარტმა ტიტული დათმოს.

ჰილტონი დარწმუნებულია, რომ სტიუარტს სხვა კოსმეტიკური პროცედურებიც აქვს ჩატარებული. თუმცა, აქვე აღიარებს, რომ გარეგნობის გასაუმჯობესებლად თავადაც აქვს დახარჯული 17 ათასი დოლარი.

როდესაც მედია მენეჯერად არ მუშაობს, ჰილტონი ფიგურის შესანარჩუნებლად კიკბოქსინგს ვარჯიშობს. ამ ჰობიმ მას საერთაშორისო ჩემპიონატებზე 6 ვერცხლის მედალი მოუტანა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ