გიგა ბოკერია მამუკა ბახტაძეს - თქვენი ბრწყინვალე იდეებიდან, გიორგი კვირიკაშვილი რომელს გიბლოკავდათ?

გიგა ბოკერია მამუკა ბახტაძეს - თქვენი ბრწყინვალე იდეებიდან, გიორგი კვირიკაშვილი რომელს გიბლოკავდათ?

თქვენი ბრწყინვალე იდეებიდან, გიორგი კვირიკაშვილი რომელს გიბლოკავდათ? - აღნიშნული კითხვით მიმართა “ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

“ბატონო მამუკა, თქვენი ახალი პროგრამა პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არათუ დამაჯერებელი არ არის, არამედ იქ მოტანილი იდეების უმრავლესობა ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად, ან ვფიქრობთ, რომ ლოზუნგად დარჩება.

მე ერთი კითხვა მაქვს - ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი?! რომელს გიბლოკავდათ აქამდე? თუ არც ერთს არ გიბლოკავდათ და ეს ყველა ბრწყინვალე იდეა მას შემდეგ მოგივიდათ, რაც მისი მოხსნა გადაწყდა? ამაზე უნდა გასცეთ პასუხი საზოგადოებას“, - მიმართა ბოკერიამ მამუკა ბახტაძეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები