კალაძემ "აქსისს" წითელი ბაღის რეაბილიტაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა

კალაძემ "აქსისს" წითელი ბაღის რეაბილიტაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა

დეველოპერული კომპანია „აქსისი“ ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის (წითელი ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოებში მიიღებს მონაწილეობას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „აქსისიდან“ აცნობეს, ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ „აქსისს“„წითელი ბაღის“ რეაბილიტაციაში მონაწილეობის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და ბიზნესსექტორს ქალაქის რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციაში უფრო აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

„25 ივნისს დასრულდება ტენდერი გოძიაშვილის პარკის, „იგივე წითელი ბაღის“ სრულ რეაბილიტაციაზე. 35 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ორი საბავშვო სათამაშო მოედანი, გაჩნდება საპიკნიკე სივრცეები, იქნება ჭადრაკის დეკორატიული დაფა, დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონები, საგამოფენო სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი, დახატული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებო ღონისძიებების მოსაწყობად. გარდა ამისა, პარკის გარშემო მოეწყობა 700 მეტრიანი ველობილიკი და ვფიქრობ, ეს პარკი 5-თვიანი სამუშაოების შემდეგ გახდება საჩვენებელი პარკი. მინდა აღვნიშნო, რომ პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებით დაინტერესდა დეველოპერული კომპანია „აქსისი“ და გამოთქვა სურვილი, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროექტის განხორციელებაში. ჩვენ ბიზნესის მხარდაჭერას მივესალმებით, მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „აქსისს“ თანადგომისთვის და მინდა ასევე მივმართო ზოგადად ბიზნესსექტორს - მხარში დაგვიდექით, მწვანე სივრცეების შექმნა და არსებულის რეაბილიტაცია ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტებია და იმედი მაქვს კიდევ ბევრი კომპანია გამოგვეხმაურება და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ არსებული ეკოლოგიური ვითარების, კერძოდ, ჰაერის დაბინძურების მხრივ ქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას“, - განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

„აქსისს“ „წითელი ბაღის“ სიახლოვეს, კერძოდ, საირმის ქუჩაზე, უკვე აქვს მიმდინარე მშენებარე კომპლექსი „აქსისპალასი საირმეზე“. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „აქსისისთვის“, როგორც დეველოპერული კომპანიისთვის, თანამედროვე ხედვების შესაბამისად პროექტების განხორციელებისას, მნიშვნელოვანია უბნისათვის ახალი სიცოცხლის მიცემა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ