ავტორი:

კადიროვის მორიგი მსხვერპლი? - ჩეჩნეთში "ომონის" ყოფილი მეთაური დაიკარგა

კადიროვის მორიგი მსხვერპლი? - ჩეჩნეთში "ომონის" ყოფილი მეთაური დაიკარგა

ჩეჩნეთში "ომონის" ყოფილი მეთაური, არტურ ახმადოვი დაიკარგა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი სამართლამცველები დაკარგულის სახელსა და გვარს არ აკონკრეტებენ, თუმცა, ყოფილ სამხედროსთან დაახლოებული პირების ვარაუდით, ეს არის არტურ ახმადოვი, რომლის გარშემოც ჩეჩნეთის ლიდერს გარკვეული კითხვები ჰქონდა.

ყოფილი მეთაური 16 ივნისს, საღამოს, ჩეჩენმა სამართალდამცავებმა დააკავეს და მას შემდეგ, მისი გზა-კვალი იკარგება... ახმადოვი გროზნოში, ოჯახის წევრებთან ერთად ურაზ-ბაირამის აღსანიშნავად ჩამოვიდა და დაიკარგა.

"მისი მანქანა, გროზნოსთან ახლოს, სოფელ პროლეტარში შენიშნეს და ადგილზე მაშინვე გაჩნდნენ შეიარაღებული ფორმიანები, სავარაუდოდ, "კადიროვცები", რომლებიც ჩეჩნეთში კადიროვის დაკვეთის შემსრულებელ სამართალდამცავ ფორმირებად მიიჩნევიან. მათ ომონის ყოფილ მეთაურს მათთან ერთად წასვლა უბრძანეს, რამდენიმე ნიღბიანი მის ავტომობილში გადაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. იქ ქრება მისი კვალი, ცოცხალია თუ მკვდარი, არავინ იცის" - წერს kavkaz-uzel.eu-ის კორესპოდენტი.

ყოფილი მეთაურის ოჯახის წევრები უკვე რამდენიმე დღეა მის პოვნას უშედეგოდ ცდილობენ. მათთვის ასევე უცნობია, რა მიზეზით გაიტაცეს არტურ ახმადოვი და სად გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, არტურ ახმადოვის პირადი ავტომობილი, მისმა ახლობლებმა გროზნოსთან ახლოს აღმოაჩინეს. კიდევ ერთი ვერსიით, ის "კადიროვცებმა" ოჯახში მიიყვანეს, გამოცვლა უბრძანეს და შემდეგ სადღაც წაიყვანეს.

არტურ ახმადოვი 1997 წელს ჩეჩნეთის პრეზიდენტად არჩეული ასლან მასხადოვის დროს ОМОН-ის (მილიციის განსაკუთრებული დანიშნულების რაზმი) მეთაური იყო... ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, ეს უწყება, პრორუსული ადმინისტრაციის მხარეს გადაეცა და მას ისევ ახმედოვი მეთაურობდა. ახმად კადიროვის სიკვდილის შემდეგ, ალუ ალხანოვის მმართველობისას, ის ОМОН-ს რესპუბლიკის მასშტაბით ხელმძღვანელობდა.

2007 წელს, რამზან კადიროვმა მას თანამდებობა დაატოვებინა. არადა, ახალი კარიერის დაწყებას გეგმავდა - კონკრეტულად, მომღერლობას აპირებდა, სამხედრო ხაზით... თუმცა, კადიროვმა ამის საშუალებაც არ მისცა და ყოფილი სამხედრო პირი პიატიგორსკში გადასახლდა.

მასთან დაახლოებული პირების თქმით, ახმადოვი ინტენსიურად ჩადიოდა ჩეჩნეთში და ამ დროის განმავლობაში არავითარი დაბრკოლება არ ჰქონია. ამასთან, მას არავითარი შეხება არ ჰქონია ხელისუფლებასთან და არც ძალოვან სტრუქტურებთან. თუმცა, ეს არ სულაც არ ნიშნავს, რომ ჩეჩნეთის ლიდერის ყურადღების ცენტრში არ ყოფილიყო.

"როგორც ჩანს, კადიროვს ჰქონდა მის მიმართ გარკვეული კითხვები, რომლის დასმაც პირადად, ერთი ერთზე ურჩევნია, თანაც გროზნოში არსებულ საიდუმლო განყოფილებაში, სადაც არაერთი მისი კოლეგა შეხვედრია რამზან კადიროვს... იქიდან რამდენი გამოსულა ცოცხალი, ან გამოსულა თუ არა საერთოდ - უცნობია" - ირონიით აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ცნობისთვის, 2003 წელს, მან ფიცი დადო, რომ სიცოცხლის ბოლომდე ახმად კადიროვის სამსახურში იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, გარემოებებმა პოზიციაც შეაცვლევინა...

გაუჩინარებული სამხედროს შესახებ ჩეჩნეთის შს სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ "ამ ეტაპზე რაიმე სახის განცხადება ან საჩივარი უკანონო დაკავებაზე, ან სულაც უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე არ შემოსულა..."

ცნობისთვის, მხოლოდ 2018 წელს, გაურკვეველ ვითარებაში 10-მდე ყოფილი სამხედრო დაიკარგა. მათი ნაწილი, ტერორისტულ დაჯგუფებთან კავშირის ეჭვის საფუძველზე დაკითხვაზე დაიბარეს, ნაწილი კი, პირდაპირ სახლიდან აიყვანეს და ოჯახის წევრებმა მათ შესახებ ამ დრომდე არაფერი იციან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე