პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა. მთავრობა 99 ხმით (6 წინააღმდეგი) დაამტკიცეს.
პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას:
პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი
ფინანსთა მინისტრი - ნიკოლოზ გაგუა
საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი
თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია
შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია
იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი
კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი - დავით სერგეენკო
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი
ამასთან, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა.