“აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო” - მარსზე ქართული ვაზის კულტურის გენერირების პროექტზე მუშაობა დაიწყო

“აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო” - მარსზე ქართული ვაზის კულტურის გენერირების პროექტზე მუშაობა დაიწყო

მარსის კოსმოსურ სადგურზე ვაზის კულტურის მოყვანის სამუშაო პროცესში შეიძლება საქართველოც ჩაერთოს. კოსმოსურ სადგურზე საკვების მოყვანის რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი მარსის კოლინიზაციის ერთ-ერთი ნაწილია.

NASA-ს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს, ამერიკის ქიმიკოსების საზოგადოების და სხვა ორგანიზაციების მიერ მნიშვნელოვანი კვლევები ხორციელდება კოსმოსურ პირობებში მცენარეული კულტურის მოყვანის შესაძლებლობების გასაჩენად. აღნიშნული მიმართულებით ქვეყნები კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ და ცდილობენ მარსის კოლონიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ. პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია ამ მიმართულებით მუშაობისთვის, უნიკალურია მსოფლიოში და ეხება ვაზის უძველეს კულტურას.

თბილისიდან სამხრეთით, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ღვინის ნალექით მსოფლიოში ღვინის ჭურჭლის დღეისათვის ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულებაა. ეს ნიშნავს, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8. 000 წლის წინ იწურებოდა და ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს.

"ღვინის წარმოება კოსმოსში შესაძლებელია’’ - აცხადებენ NASA-ს სპეციალისტები, რომელთაც უკვე აქვთ გამოცდილება, სხვადასხვა პროდუქტების კოსმოსში მოყვანის. ”ნასას” წარმომადგენელი ჯოია მასსა ჟურნალ Insider-თან საუბრისას აცხადებს, რომ ყურძნის კოსმოსში გაზრდა მათთვის ერთგვარ გამოწვევად შეიძლება იქცეს. "ამ ეტაპზე ნასას არ დაუწყია მუშაობა კოსმოსში ღვინის წარმოებაზე, მაგრამ თეორიულად ესეც შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ფერმენტაციის პროცესი განსხვავებული იქნება.’’

პლანეტა მარსზე ვაზის კულტურის გენერირების პროექტის განსახორციელებლად საჭიროა შეიქნმას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული იქნება შესაბამისი სახელმწიფო ერთეულები, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებები.

ამ პროექტზე მუშაობა კი საქართველოში უკვე დაიწყო. საქართველოში ინიცირებული პროექტის ”IX მინელიუმის” პირველ ეტაპზე, საინციატივო ჯგუფი ფორმულირდება შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და კომპანია Microsoft-ის წარმომადგენელი ნიკოლოზ დობორჯგენიძე და კომპანია SpaceFarms-ის მომავლის სათბურის წარმომადგენლები. სასტუმრო „სტამბაში“ მიმდინარეობს რეგიონში პირველი ურბანული ვერტიკალური სათბური-ლაბორატორიის შექმნა, რომლის ოპერირებასაც Spacefarms განახორციელებს.

ლაბორატორიაში ვაზის სპეციალური ჯიშების გამოყვანა, კვლევა და განვითარება მოხდება. აღნიშნული პროცესი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით, HP-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

პროექტის პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდება სამუშაო სტრატეგია, რომელიც მოიცავს შესასრულებელი სამუშაოების კონკრეტულ გეგმას და ვადებს. მარსის კოლონიზაციის ფარგლებში NASA-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე კომპანია HP Inc.-მა შექმნა კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნულ პროექტზე მომუშავე ექსპერტებისთვისაც.

პროექტის ”IX მინელიუმის” სახელწოდების შექმნაში მონაწილეობა მიიღო ქართულ ბაზარზე წამყვანმა კრეატიულმა სააგენტომ Windfor 's-მა.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის პოზიციონირებისთვის, არა მხოლოდ რეგიონის ტექნოლოგიურ ჰაბად ფორმულირების პროცესში, არამედ საქართველოს უძველესი ისტრორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის. პროექტის გარშემო კვლევითი და საგანმათლებლო პლატფორმის ჩამოყალიბების პროცესში გამოყენებული იქნება ნივთების ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი, მეგამონაცემები და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებები.

მარსზე გარკვეული კულტურების მოყვანა კი მარსის კოლონიზაციის პროექტის ნაწილია. კოსმოსის ათვისება - ეს ის მიზანია, რომლის მიღწევასაც მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციები აქტიურად ცდილობენ. ამერიკის კოსმოსური სააგენტო (NASA) აქტიურად მუშაობს პლანეტა მარსის კოლონიზაციის პროექტზე. კერძო კოსმოსური სააგენტოები ანვითარებენ კოსმოსური ტურიზმის მიმართულებას. "ამაზონის’’ ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი აცხადებს, რომ მთვარის კოლონიზაცია და მისი რეზიდენტულ ზონად გადაქცევის პროექტში კომპანია "ამაზონი’’ აქტიურად ჩაერთვება. აღნიშნული ტენდენცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვადასხვა ინდუსტრიებზე.

მარსის კოლონიზაციის პროცესი 4 ძირითად სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს აერთიანებს:

მარსის, როგორც პლანეტის ფორმირებისა და ევოლუციის შესწავლა;

მარსის გეოლოგიური და კლიმატური პირობების შესწავლა;

მარსის კოლონიზაციის პოტენციალის კვლევა;

ადამიანის მიერ, პლანეტა მარსის შესაძლებლობების მაქსიმალური ათვისება - კვლევა და განვითარება.

მარსის კოლონიზაციის პროცესი მოიცავს მთელ რიგ ტექნოლოგიურ ამოცანებს, ინფრასტრუქტურის შექმნისთვის საჭირო ტექნიკურ გადაწყვეტილებებს და სხვა. ამ ამოცანათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი შესაბამისი აგროკულტურის ფორმულირება და ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების წარმოებაა.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის