Startup Grind-ის ორგანიზებით თბილისს ცნობილი „ენჯელ ინვესტორი“ ზეკ კოელიუსი ეწვევა

Startup Grind-ის ორგანიზებით თბილისს ცნობილი „ენჯელ ინვესტორი“ ზეკ კოელიუსი ეწვევა

Startup Grind-ის ორგანიზებით თბილისს ცნობილი „ენჯელ ინვესტორი“ ზეკ კოელიუსი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ Startup Grind თბილისიდან აცნობეს, ზეკ კოელიუსთან შეხვედრა 25 ივნისს, 18:00 სააათზე, მულტიფუნქციურ სივრცე ტერმინალში (აბაშიძის ქ. #34) გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს ბილეთების შეძენის შემდეგ შეეძლება. ორგანიზატორთა ცნობით, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და ტერმინალი დაახლოებით 150 ადამიანს დაიტევს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი 2 საათს გასტანს, საიდანაც ერთი საათი არაფორმალურ გარემოში სტუმრების გაცნობას დაეთმობა. ამის შემდეგ, ზეგ კოელიუსი დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს, წარმატებისა და წარუმატებლობის მაგალითებზე ისაუბრებს და სტუმრებს მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხებს. ღონისძიების მეორე ეტაპზე დასწრება მხოლოდ vip ბილეთის მქონე სტუმრებს შეეძლებათ. ჩვეულებრივი ბილეთის ფასი 25 ლარი, ხოლო vip ბილეთის 50 ლარი იქნება.

„მათთვის ღვინის თანხლებით კიდევ 1 საათით გაგრძელდება ღონისძიება. ამ დროს უკვე ძალიან ცოტა ადამიანი იქნება და ეს კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობაა ზეკთან დასაახლოებლად და სასაუბროდ,“ - განაცხადა გიორგი ტუხაშვილმა.

მისი ინფორმაციით, Startup Grind global-ის 7 500 კაციან ღონისძიებაზე ზეკ კოელიუსი ერთ-ერთი სპიკერი იყო. როგორც ტუხაშვილი აღნიშნავს, თუ ზეკ კოელიუსი რომელიმე სტარტაპით ან ეკოსისტემით ინტერესდება, შემდეგ დაინტერესებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. სწორედ ამის გამო, მისი თქმით, საქართველოთი დაინტერესებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ღონისძიების სპონსორები არიან: აშშ-ის საელჩო საქართველოში, ორიენტ ლოჯიკი, პალიტრა მედია, menu.ge, აიმედია ჰაბი, Wine Finder და Georgian Ventures. „ამჟამად ზეკ კოელიუსი ადრეულ ეტაპზე ტექნოლოგიების ინვესტორი და მრჩეველად მუშაობს. მის გამორჩეულ ინვესტიციებს შორისაა Cruise Automation (რომელიც GM-მ 1 მილიარდ დოლარზე მეტად იყიდა), Branch Metrics, SkySafe და მრავალი სხვა სტარტაპი. მის რჩევებს ითვალისწინებს 20 კომპანია, მათ შორის Hellosign, Swarm (რომელიც Integral Ad Sciences-მა იყიდა), Balanced Payments (Stripe) და მრავალი სხვა. ზეკ კოელიუსი ბიზნესითაც არის დაკავებული. მის ბოლო კომპანიაში ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი სარეკლამო ტექნოლოგიების კომპანია Triggit-ში, რომელიც Demand Side Platforms-ის ერთ-ერთი პირველი პლატფორმა იყო, სადაც მან 25 მილიონ დოლარზე მეტის მოცულობის ვენჩურული კაპიტალი მიიზიდა.

ის Triggit-ს 2005-2015 წლებში ხელმძღვანელობდა, გაზარდა კომპანიაში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 4-დან 60-მდე, შემოსავალი კი - 30 მილიონ დოლარამდე. ზაქ კოელიუსი მინესოტას უნივერსიტეტის ბაკალავრის წოდებას ფლობს, სადაც 2004 წელს ის USA Today-მ ქვეყნის 20 საუკეთესო სტუდენტს შორის დაასახელა,” - ნათქვამია Startup Grind-ის ინფორმაციაში.ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი", ეკონომიკური პორტალი bpn.ge და ტელეკომპანია "პალიტრანიუსი".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი