"დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელს მაგიდაზე კანფეტები დაუყარა და უთხრა: "აი, ანგელა, არ თქვა, რომ მე შენ არასდროს არაფერს გაძლევ"

"დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელს მაგიდაზე კანფეტები დაუყარა და უთხრა: "აი, ანგელა, არ თქვა, რომ მე შენ არასდროს არაფერს გაძლევ"

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "დიდი შვიდეულის" სამიტისას, კანადაში, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მაგიდაზე ორი კანფეტი დაუდო. ამის შესახებ ევრაზიული ჯგუფის დირექტორმა, პოლიტოლოგმა იან ბრემერმა ტელეკომპანია "CBS"-ის ეთერში განაცხადა.

"ის წამოდგა, ჯიბეში ხელი ჩაიყო, "Starbursts"-ის ორი კანფეტი ამოიღო, ანგელა მერკელს მაგიდაზე დაუყარა და უთხრა: "აი, ანგელა, არ თქვა, რომ მე შენ არასდროს არაფერს გაძლევ", - განაცხადა ბრემერმა.

ინციდენტი "დიდი შვიდეულის" ლიდერებს შორის მძიმე დისკუსიის შემდეგ მოხდა, კერძოდ, როდესაც სამიტის მონაწილეთა აზრი გაიყო აშშ-ევროკავშირს შორის ე.წ. სავაჭრო ომისა და რუსეთის "დიდ რვიანში" დაბრუნების საკითხზე. მისი თქმით, ტრამპმა სამიტი დატოვა და ამერიკის წარმომადგენლებს მოუწოდა, სამიტის კომუნიკესთვის ხელი არ მოეწერათ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე