2 ივლისს თბილისის ოპერის თეატრში მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე იგორ პიკაიზენი დაუკრავს!

2 ივლისს თბილისის ოპერის თეატრში მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე იგორ პიკაიზენი დაუკრავს!

2 ივლისს, 20:00 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტს ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით.

სოლისტის რანგში მსმენელის წინაშე წარსდგება მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე - იგორ პიკაიზენი, რომლის დებიუტი დიდ სცენაზე 8 წლის ასაკში შედგა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. პიკაიზენი კონცერტებს მართავს მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებთან, 2018 წლის სეზონზე მისი სასცენო გამოსვლები დაუკავშირდა ნიუ-იორკისა და ლონდონის საკონცერტო დარბაზებს.

2 ივლისს პროგრამაშია:

ალექსი მაჭავარიანი - ნაწყვეტები საბალეტო სუიტიდან „ჭირვეულის მორჯულება“ და სავიოლინო კონცერტი, ვახტანგ მაჭავარიანი - სიმფონია N1 „სამყაროს ჰარმონია“.

პროექტის მხარდამჭერი: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

გენერალური პარტნიორი: The Aritst's Union Conceptart

ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერი: კომპანია ბადაგონი.

საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, EVENTS ამბები.ge, საინფორმაციო პორტალი 118 08

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება