როგორ მივეფიცხოთ წიგნებს და რა უნდა წავიკითხოთ ზაფხულში?

როგორ მივეფიცხოთ წიგნებს და რა უნდა წავიკითხოთ ზაფხულში?

ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: სიცხისა და სიცივის მოყვარულებად. თუმცა ორივე მხარის წარმომადგენლები ერთ რამეზე თანხმდებიან, რომ ზაფხული გართობისა და ამავდროულად, დასვენებისთვის საუკეთესო დროა. ეს არის პერიოდი, რომელიც განსაკუთრებულ ელფერს სძენს ცხოვრებას და დაუვიწყარ მოგონებებს გიტოვებთ. ზაფხულის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი კი სათვალისა და საცურაო კოსტუმთან ერთად, არის წიგნი.

რატომ წიგნი? - იმიტომ რომ ზღვის ნაპირზე ტალღების ხმაურში საყვარელი ლიტერატურის კითხვას, ალბათ, არაფერი სჯობს. მთაში კი ჰამაკში მოკალათებული კითხვა ამქვეყნიურ სამოთხედ ითვლება. წიგნებიდან მიღებული ემოციები, შთაბეჭდილებები, ცოდნა და გამოცდილება მთელი წელი გაყვება ადამიანს და ხშირად პრობლემებს უმარტივებს, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალს აპოვნინებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაუადვილებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამომცემლობა „პალიტრა L-მა” გადაწყვიტა მკითხველს წიგნზე ხელმისაწვდომობდა გაუმარტივოს და გრანდიოზული აქცია „1+1“ შესთავაზა. აქციის ფარგლებში თუ შეიძენთ „პალიტრა L-ის”ერთ წიგნს, საჩუქრად მეორეს მიიღებთ.

„პალიტრა L-ის” მარკეტინგის მენეჯერის თაკო ახვლედიანის განმარტებით, აქციის ფარგლებში წიგნები 4 კატეგორიადაა დაყოფილი.

”ზაფხული არაჩვეულებრივი დროა განტვირთვისა და სიახლეების მისაღებად. ამ ყველაფერში კი გვინდა, ჩვენც გარკვეული მისია შევასრულოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აქცია „1+1“, რომელიც 22 ივნისს დაიწყო. ყველა ადამიანს განსხვავებული გემოვნება და ინტერესის სფერო აქვს. ჩვენ კი ყველა მათგანზე ვიზრუნეთ და წიგნები 4 კატეგორიად დავყავით,” - განმარტავს თაკო ახვლედიანი.

კატეგორიები და მასში შემავალი წიგნები კი ასე გამოიყურება:

დიასახლისებისთვის: ყველაზე ხმაურიანი სეზონი, როცა ყველაზე გემრიელი, ოჯახური კერძების ავტორებს უფრო მეტი დროის გატარება უწევთ სამზარეულოში. ამ რუტინაში სასიამოვნო ელემენტების შესატანად და ოჯახის წევრების გასაოცებლად შეგიძლიათ შენაძენი საქართველოს კულინარიული ატლასის წიგნებიდან გააკეთოთ.

პატარებისთვის: მაშინ როცა უფროსები სხვა საქმეებით იქნებიან დაკავებულები, ზაფხულივით ფერადი და მხიარული საკითხავი “ქართული ხალხური ზღაპრები პაზლით" პატარებისთვის ყველაზე საინტერესო გასართობი იქნება.

მოზარდი მკითხველისთვის: განტვირთვის პარალელურად შემეცნებისა და ფანტაზიის გასავითარებლად არჩევანის გაკეთება სერიიდან - „მოემზადე სკოლისთვისაა“ შესაძლებელი.

და ბოლოს, ის რაც ყველა კატეგორიის მკითხველისთვის ერთნაირად საინტერესო და ღირებული შენაძენია- უნიკალური, ილუსტრირებული საქართველოს ისტორია.

შეიძინე შენთვის საინტერესო წიგნი, მიიღე მეორე საჩუქრად და იკითხე ყველგან: სოფელში, ჰამაკში, ძილის წინ, მდინარის ან ზღვის პირას; ქალაქში ღია ფანჯარასთან ან სამსახურში შესვენებისას; აგარაკზე, კურორტზე. ზაფხული თავგადასავალია, წიგნი კი თავგადასავლების სამყარო.

აქციაში არსებული სერიების ფასები:

· საქართველოს კულინარიული ატლასი - 25 ლარი

· ქართული ხალხური ზღაპრები პაზლით-ფასი 9 ლარი

· საქართველოს ილუსტრირებული ისტორია - ფასი 13 ლარი

· მოემზადე სკოლისთვის, ოქსფორდის ტესტები -ფასი 8 ლარი

· მოემზადე სკოლისთვის, ვისწავლოთ შინ - ფასი 6 ლარი

#მიეფიცხეწიგნებს

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს