გიოცნებიათ, რაიმე გამოგეძიათ? - ამ წიგნის ავტორი 7ივლისს, მიტოვებულ შენობაში თამაშზე გიწვევთ...

გიოცნებიათ, რაიმე გამოგეძიათ? - ამ წიგნის ავტორი 7ივლისს, მიტოვებულ შენობაში თამაშზე გიწვევთ...

„მეცხრე ფლიგელი“ - ასე ეწოდება ახალ ქართულ დეტექტივს, რომლის ავტორი ახალგაზრდა მწერალი თეა ინასარიძეა. წიგნი ივნისის დასაწყისში, გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გამოსცა.

რომანის მთავარი გმირი ფოტოგრაფი გოგონაა, რომელიც ღამის კლუბში ახალგაზრდა მამაკაცს შეხვდება და აღმოაჩენს, რომ ამ ადამიანის ცხოვრება საიდუმლოებებითაა მოცული. ნელ-ნელა ხვდება იმასაც, რომ გაუცნობიერებლად, თვითონაც ამ საიდუმლოს მონაწილე გახდა და გადაწყვეტს, ნებისმიერ ფასად გაიგოს სიმართლე. ძიება მას მეცხრე ფლიგელში მიიყვანს, - ასეთია წიგნის ფაბულა.

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც თავგადასავლებზე არ უოცნებია. დეტექტივი კი ის ჟანრია, რომლის კითხვა ყველას უყვარს... დაძაბული ატმოსფერო, ჩახლართული სიუჟეტი, ფსიქოლოგიური რებუსები - მოულოდნელი დასასრულით და მოლოდინისა და სიურპრიზის შეგრძნება... „მეცხრე ფლიგელი“ სწორედ ასეთი წიგნია და უფრო მეტიც, მასში ფარული გზავნილია, რომლის გასაშიფრად საჭიროა სიტყვა-გასაღები.

- გიოცნებიათ, რამე გამოგეძიათ? თავი წიგნის ან ფილმის გმირად გეგრძნოთ? რამდენიმე საათით მაინც დაგევიწყებინათ რეალობა და უცნაურ გარემოში გემოგზაურათ? - ამის საშუალება მალე მოგეცემათ!

მათთვის, ვისაც უყვარს ეს ჟანრი, უყვარს საიდუმლოებები, თავსატეხების ამოხსნა, მინიშნებების პოვნა, წიგნის ავტორი 7 ივლისს, შაბათს, 17:00 სთ-ზე, მიტოვებულ შენობაში დეტექტიურ თამაშს გამართავს, რომელშიც ნებისმიერ მსურველს (15 წლიდან ზემოთ) შეეძლება მონაწილეობის მიღება. გამარჯვებული „ბიბლუსისგან“ განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებს.

თამაშის პრინციპი შემდეგია, მონაწილეები შედიან აღნიშნულ ლოკაციაზე და ეძებენ მინიშნებებს, ხსნიან თავსატეხებს, რათა გამოიცნონ რვა რიცხვითი კომბინაცია. ამ რიცხვების დახმარებით უნდა იპოვონ ასოები წიგნში („მეცხრე ფლიგელი“), შეადგინონ სიტყვა-გასაღები და ჩანაცვლებადი შიფრით გაშიფრონ ფარული წერილი, რომელიც მოცემულია წიგნშივე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ღონისძიების ბმულზე

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა