როგორია 7 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელმაც პნევმატური იარაღიდან ზედაპირული დაზიანება მიიღო

როგორია 7 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელმაც პნევმატური იარაღიდან ზედაპირული დაზიანება მიიღო

7 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად მუცლის არეში ზედაპირული დაზიანება მიიღო, სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, გოგონას მუცლის ზედაპირიდან პნევმატური იარაღის, ე.წ. კისტის თოფის ტყვია ამოუღეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ, ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. 7 წლის გოგონა ეზოში საქანელაზე იჯდა, როდესაც მას დედამ სხეულზე სისხლი შეამჩნია. რა დროს ან ვინ გაისროლა გოგონას მიმართულებით, უცნობია.

როგორც "ინტერპრესნუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აღიძრა, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ბავშვმა საქანელაზე ქანაობისას მიიღო დაზიანება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვს ზედაპირული დაზიანება აქვს.

იხილეთ ვიდეო: როგორია 7 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელმაც პნევმატური იარაღიდან დაზიანება მიიღო?

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ