მწვადი და მუსიკა - "გირჩის" ყრილობა არაფორმალურ გარემოში იმართება

მწვადი და მუსიკა - "გირჩის" ყრილობა არაფორმალურ გარემოში იმართება

თან მწვადს ვწვავთ, თან ყრილობა გვაქვს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. ამ წუთებში "გირჩის" ოფისში ყრილობა არაფორმალურ გარემოში იმართება.

ოფისის ეზოში "გირჩის" მხარდამჭერები მუსიკის ფონზე მწვადებს წვავენ. "დღეს გვაქვს "გირჩის" ყრილობა, რომ მოვაგვაროთ რაღაც ფორმალური საკითხები. სახელმწიფოსთან გვაქვს რაღაც ვალდებულებები, მათ შორის დაკომპლექტებული უნდა გვყავდეს პარტიის მმართველი ორგანოები, რომელსაც ვადა გაუვიდა დაახლოებით ორი თვის წინ.

დღეს მოხდება პოლიტსაბჭოს წევრების დამტკიცება, თავმჯდომარის არჩევა, სარევიზიო კომისიის დამტკიცება. ესაა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობები. "გირჩის" შემთხვევაში ამას განსაკუთრებული შინაარსი ნამდვილად არ აქვს. გარდა ამისა, "გირჩის" წევრების სურვილი იყო, ერთად მწვადები შეგვეწვა, შესაბამისად, დავამთხვიეთ მწვადების შეწვა. ამიტომ გვაქვს ასეთი გარემო, თან მწვადს ვწვავთ, თან ყრილობა გვაქვს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები