"გირჩის" ახალი თავმჯდომარე - მოდით, გავერთოთ, "გირჩის" გეგმები რაც იქნება, ერთად შევიმუშავებთ სხვა დროს, როდესაც ამის განწყობაზე ვიქნებით

"გირჩის" ახალი თავმჯდომარე - მოდით, გავერთოთ, "გირჩის" გეგმები რაც იქნება, ერთად შევიმუშავებთ სხვა დროს, როდესაც ამის განწყობაზე ვიქნებით

"გირჩის" თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს. კენჭისყრა და "გირჩის" დღევანდელი ყრილობა არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობდა. წარდგენილ კანდიდატებს შეკრებილები აპლოდისმენტებით უჭერდნენ მხარს. ახალი თავმჯდომარის თქმით, „გირჩის“ გეგმები არ იცვლება.

"გირჩის" მომავალი გეგმები არაფრით იცვლება იმის გამო, რომ თავმჯდომარე შეიცვალა. ეს სრულიად ფორმალური ნაწილია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მე ვრჩები იმად, ვინც ვიყავი, ზურაც იმად რჩება, ვინც იყო. მოდით, გავერთოთ დღევანდელ დღეს. "გირჩის" გეგმები რაც იქნება, ერთად შევიმუშავებთ სხვა დროს, როდესაც ამის განწყობაზე ვიქნებით", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღეს ყრილობაზე ასევე აირჩიეს სარევიზიო კომისიისა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც.

"ხმის დამთვლელი კომისია შედგება სამი ადამიანისგან. ესენი არიან: დინანუ მირიანაშვილი, ანა გვარიშვილი და მირიან ბეჟიტაშვილი. პარტიას სჭირდება სარევიზიო კომისია, რომლის წევრებადაც წარდგენილი არიან: ანა გვარიშვილი, ნიკა ობოლაძე და ლევან ჯგერანაია. პარტიას სჭირდება პოლიტსაბჭო, რომელიც ასევე ფორმალური სტრუქტურაა და იდეაში აქამდე არაფერში დაგვჭირვებია. პოლიტსაბჭოში მინიმუმ ოთხი წევრი უნდა იყოს და წარდგენილები არიან: ზურა ჯაფარიძე, ვახო მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია და მარიტა რატიანი. ბოლოს პარტიის თავმჯდომარე ორი თვე ვიყავი მე, ვადა უკვე გასული მაქვს. არ მგონია, რომ უნდა გადავიქცე ან შალვა ნათელაშვილად ან ვინმე მასეთად. მე აღარ ვიქნები პარტიის თავმჯდომარე. ეს თემა მოხსნილია. ჩემი წინადადება იყო და ყველა დამეთანხმა, რომ ეს მძიმე ტვირთი ატაროს იაგო ხვიჩიამ", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ