კალაძემ, კობახიძემ, თალაკვაძემ და სხვა მაღალჩინოსნებმა თბილისის ქუჩებში ირბინეს

კალაძემ, კობახიძემ, თალაკვაძემ და სხვა მაღალჩინოსნებმა თბილისის ქუჩებში ირბინეს

დედაქალაქის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართა გარბენი “თბილისი“, რომელშიც თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო მონაწილეობა. კახა კალაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებებები, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება, მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენი დღევანდელი ღონისძიება ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და მის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. ჩვენ მოსახლეობას შევთავაზებთ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას, რომ ყველა ადამიანს გავაგებინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება. მიხარია, რომ ღონისძიებაზე ამდენი ხალხი მოვიდა, ყველა თაობის წარმომადგენელი. მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში მოსახლეობას კიდევ სხვა სახის სპორტულ ღონისძიებებსაც შევთავაზებთ" - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, გარბენში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, მერის მოადგილეები, თბილისის სხვადახვა რაიონების გამგებლები, მთავრობისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პროფესიონალი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გარბენი ვაკის პარკიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა.

გარბენი „თბილისი“ დედაქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურებოდა. გარბენის გამარჯვებულებს, კომპანია "ჰოთსეილმა" და ვაკის საცურაო აუზმა, აუზის აბონემენტები გადასცეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ