Reuters - წინასწარი მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიპ ერდოღანი ლიდერობს

Reuters - წინასწარი მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიპ ერდოღანი ლიდერობს

ამ დროისთვის დათვლილი ხმების რაოდენობის მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuters.

ამ მომენტისთვის დათვლილია არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%, საიდანაც ერდოღანმა 58% მოიპოვა, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ მუჰარემ ინჯემ - 27,5 %. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ამომრჩეველთა ხმების 10,25 %-ის დათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ 53,03%-იანი მხარდაჭერა ერდოღანის პარტიამ მიიღო, თუმცა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შედეგები მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს, რადგან ხმების ნახევარზე მეტი კვლავ დასათვლელია.

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ერდოღანმა 18 აპრილს გამოაცხადა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე