თურქეთის პრემიერი - არჩევნების შემდეგ ჩემს სავარძელს აუქციონზე გავიტან

თურქეთის პრემიერი - არჩევნების შემდეგ ჩემს სავარძელს აუქციონზე გავიტან

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ვადამდელი არჩევნების შემდეგ, საკუთარი სავარძლის აუქციონზე გატანას გეგმავს. ამის შესახებ მან გუშინ ხმის მიცემის შემდეგ ხუმრობით განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლის შემდეგ, მისი თანამდებობა გაუქმდება.

„დაე, ეს არჩევნები ხალხისა და ქვეყნისთვის სასიკეთოდ იქცეს. თურქეთი ახალი ჰორიზონტისკენ მიდის და კვლავ განაგრძობს თავის გზას. ჩემი სავარძელი კი მე დამრჩება. მას აუქციონზე გავიტან“, - განაცხადა ილდირიმმა.

თურქეთში გუშინ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე