რა წავიკითხოთ ზაფხულში - ”ბიბლუსი” მოსწავლეებისთვის მხატვრული ლიტერატურის კომპლექტებს გირჩევთ

რა წავიკითხოთ ზაფხულში - ”ბიბლუსი” მოსწავლეებისთვის მხატვრული ლიტერატურის კომპლექტებს გირჩევთ

ზაფხული მოვიდა და ყველა დასასვენებლად ემზადება. ჰამაკი, სიგრილე, გამაგრილებელი სასმელი და წიგნი - ეს კი ზაფხულის დასვენებისთვის საჭირო ატრიბუტებია. ცხელ დღეებში ზღვის სანაპიროზე მზესთან ერთად წიგნებთან მიფიცხებას არაფერი სჯობს. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ პროდუქტიულად გამოიყენონ ზაფხულის ვრცელი არდადეგები.

თუმცა აქვე ჩნდება ერთი მეტად მნიშვნელოვანი კითხვა - რა წავიკითხო? ბოლო პერიოდში ქართულ ენაზე უამრავი მსოფლიო ბესტელერი ითარგმნება, ხელახლა გამოიცემა კლასიკაც. შესაბამისად, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. წიგნის ყველაზე დიდ მაღაზიათა ქსელში ”ბიბლუსი” უამრავი წიგნია და ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ადამიანი შეძლებს საკუთარი ინტერესების შესაბამისი ლიტერატურის არჩევას. თუმცა „ბიბლუსმა“ გადაწყვიტა დაგეხმაროთ შერჩევის პროცესში და ამიტომაც კომპანია გირჩევთ მოსწავლეებისთვის საინტერესო ლიტერატურას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სერიიდან „მოსწავლის არჩევანი“. სპეციალურად შექმნილია საზაფხულო კომპლექტები, რომელშიც გაერთიანებულია ის წიგნები, რომლებიც მოზარდს შეაყვარებს კითხვას და ამ პროცესს ბევრად საინტერესოს გახდის. ეს არის ლიტერატურა, რომლის შერჩევაში და სხვადასხვა კლასის მოსწავლეთათვის დაჯგუფებაში სკოლის მასწავლებლები და ფსიქოლოგები მონაწილეობდნენ. ცნობილ უცხოელ მწერლებთან ერთად წიგნებში ქართველ კლასიკოს და თანამედროვე ავტორებსაც შეხვდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მრავალფეროვანი წიგნების კომპლექტების შეძენა ახლა დიდი ფასდაკლებით არის შესაძლებელი როგორც „ბიბლუსის ფილიალებში“, ასევე ვებ-გვერდზე. კომპლექტების სანახავად და შესარჩევად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/2yEnPYC

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის პერიოდში თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენება საინტერესო ლიტერატურის კითხვით შეგიძლიათ. კომპანია „ბიბლუსი“ კი გირჩევთ მიეფიცხოთ წიგნებს და არ გაუშვათ ხელიდან შანსი მცირე ასაკიდანვე შეაყვაროთ ბავშვებსაც კითხვა. „ბიბლუსი“ პერიოდულად კვლავ შემოგთავაზებთ რჩევებს ზაფხულში საკითხავ ლიტერატურასთან დაკავშირებით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს