"არის განსხვავებული მიდგომები შავ ჯიპებთან დაკავშირებით და დაველოდოთ პრემიერის განცხადებას" - კახა კალაძე

"არის განსხვავებული მიდგომები შავ ჯიპებთან დაკავშირებით და დაველოდოთ პრემიერის განცხადებას" - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შავ ჯიპებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, რომელიც სამთავრობო ავტოპარკს სასიკეთოდ შეცვლის.

ამის შესახებ კალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად ტოვებს ძალაში მამუკა ბახტაძე ქვეყნის ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებულ ინიციატივას, რომლითაც სამთავრობო უწყებებში შავი ჯიპები ეკოლოგიურად სუფთა და ნაკლებდანახარჯიანი ავტომობილებით უნდა ჩანაცვლებულიყო.

„არის განსხვავებული მიდგომები შავ ჯიპებთან დაკავშირებით და დაველოდოთ პრემიერის განცხადებას“, - აღნიშნა კალაძემ და კითხვაზე: უნდა ველოდოთ თუ არა პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას ავტომანქანების ჩანაცვლების საკითხზე, დასძინა: „დიახ, სასიკეთოდ უნდა ველოდოთ“.

„პრემიერი თვითონ გააჟღერებს ინფორმაციას, როგორ, რანაირად უყურებს ამ ჩანაცვლების პროცესს. არ მინდა წინასწარ, პრემიერის მაგივრად გავაკეთო განცხადება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის დონეზე ავტოპარკის საკითხს, მერიას შავი ჯიპები აღარ ჰყავს. პირიქით, ზედამხედველობის სამსახურის რეფორმის ფარგლებში ახლა შევიძინეთ ჰიბრიდული ავტომობილები, ტექნიკა და უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ განახლებულ სამსახურს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 თებერვალს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „დროა, საქართველოში დავასრულოთ შავი ჯიპების ეპოქა იმიტომ, რომ ყველას აღიზიანებს, მათ შორის, მეც“.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დროა შეიცვალოს, როგორც მთავრობის ავტოპარკში არსებული მანქანების ფერი - შავი, ისე თავად ავტომანქანები გახდეს ეკოლოგიურად სუფთა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები