"სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა" - ექიმის პირველი კომენტარი ირაკლი ნოზაძესთან დაკავშირებით

"სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა" - ექიმის პირველი კომენტარი ირაკლი ნოზაძესთან დაკავშირებით

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" მომღერალი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნება, ასევე, ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვია დაზიანებული, რის შედეგადაც მან დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი.

"ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია, მაგრამ დასკვნების გაკეთება ნაადრევია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა. ოპერაციის შემდეგ მოთავსდება რეანიმაციაში", - აღნიშნა ექიმმა.

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დღეს საღამოს დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნოზაძე, სავარაუდოდ, ორმა გოგომ დაჭრა.

ნახეთ ვიდეო: ირაკლი ნოზაძე კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შემოიყვანეს, დაზიანებული ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვი - ექიმის პირველი კომენტარი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ