"ქალაქში, რაღაც ახალი ჯიშის გოგონები გამოჩნდნენ?" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ირაკლი ნოზაძის დაჭრასთან დაკავშირებით

"ქალაქში, რაღაც ახალი ჯიშის გოგონები გამოჩნდნენ?" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ირაკლი ნოზაძის დაჭრასთან დაკავშირებით

მომღერალ ზურა ხაჩიძის მეუღლე, ხათუნა ჟორდანია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ირაკლი ნოზაძის დაჭრასთან დაკავშრებით პოსტს აქვეყნებს:

"რას არ გაიგებს ადამიანი ამ ქვეყანაში. ორი გოგო მიეჭრა ბიჭს სახლში და მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დანით. ქალაქში, რაღაც ახალი ჯიშის გოგონები გამოჩნდნენ?????

რაც შეეხება პიკასოს, პირველ რიგში სასწრაფოს ექიმებს დიდი მადლობა. რომ არა მათი პროფესიონალიზმი, ირაკლი საავადმყოფომდეც ვერ მიაღწევდა ცოცხალი. მადლობა ღუდუშაურის ექიმებსაც, ურთულესი, რამოდენიმე ოპერაცია ჩაატარეს და ახლა ორგანიზმზეა დამოკიდებული ყველაფერი.

P.S. რაც შეეხება იმ ორ საძაგელ გომბიოს, იმედი მაქვს სამაგალითოდ დაისჯებიან!", - წერს ჟორდანია.

ცნობისთვის, მომღერალი ირაკლი ნოზაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ვანის ქუჩაზე, ცივი იარაღით გუშინ საღამოს დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა.

"ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, არც ლაპარაკობს, თუმცა..." - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის შესახებ მისი მეუღლე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

"კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება" - სახალხო დამცველი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

"სასწაული ხდება აქ, პოლიცია არიგებს პირბადეებს და მერია არიგებს წყალს..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი აქციიდან