ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი მზად არის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი გაანადგუროს

ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი მზად არის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი გაანადგუროს

აზერბაიჯანი მზად არის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი გაანადგუროს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„ჩვენ ყარაბაღში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება გვსურს, თუმცა არ შევეგუებით ჩვენი მიწების ოკუპაციას. მოწინააღმდეგეს უნდა ესმოდეს, რომ არ არსებობს ისეთი სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი, რომლის განადგურებასაც აზერბაიჯანის არმია ვერ შეძლებდა“, - აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე.

ილჰამ ალიევის თქმით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის მიწაა, რომელზეც აზერბაიჯანელები ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

„ჩვენ ომის პირობებში ვცხოვრობთ. აზერბაიჯანი არ შეეგუება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას და აღადგენს ტერიტორიალურ მთლიანობას. საამისოდ აზერბაიჯანს სჭირდება ძლიერი არმია და ძლიერი ეკონომიკა“, - განაცხადა მან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი აზერბაიჯანს კონკურენციას ვერ გაუწევს.

„ისტორიული სამართლიანობა ჩვენს მხარეზეა. ჩვენ სამხედრო და ეკონომიკური უპირატესობა გვაქვს. ომი ჯერ არ დასრულებულა. მხოლოდ მისი პირველი ეტაპი დასრულდა“, - დასძინა მან.

"ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე სამხრეთ კავკასიაში - მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა კონფლიქტში" - ფაშინიანი

"კონტრშეტევითი ოპერაცია დაასრულებს აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპაციას - გათავისუფლებულია მთელი რიგი დასახლებული პუნქტები" - ალიევი

"იმ საშინელ დღეს მთელი უბანი შეიკრიბა, რომ ჩემთვის მათი სიკვდილის ამბავი ეთქვათ..." - როგორ იხსენებს ბელა ზალდასტანიშვილი გმირ ძმებსა და შვილებს, რომლებიც სოხუმში ერთ დღეს დაიხოცნენ