რატომ იზრდება დამხრჩვალთა რაოდენობა ზღვაზე - "გაწევ-გამოწევაა მაშველებთან ქალიან-კაციანად, უმრავლესობა დაუდევრობით იღუპება..."

რატომ იზრდება დამხრჩვალთა რაოდენობა ზღვაზე - "გაწევ-გამოწევაა მაშველებთან ქალიან-კაციანად, უმრავლესობა დაუდევრობით იღუპება..."

ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო. ამავე პერიოდში მაშველებმა 36 ადამიანი გადაარჩინეს დახრჩობას. სავალალო სტატისტიკა მზარდია და რაც მთავარია, უმრავლესობა დაუდევრობით არის გამოწვეული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი ზღვის სეზონთან დაკავშირებულ საფრხეებსა და რისკებზე გვესაუბრა.

- 1 მაისიდან 25 ივნისამდე 21 ადამიანი დაიხრჩო. ეს ინფორმაცია გუშინ გავავრცელეთ და დღეს უკვე ამ წუთამდე გადარჩენილების რაოდენობა 60 პროცენტამდე გაიზარდა. შავ ზღვაში 15 ადამიანი გადაარჩინეს მაშველებმა გუშინ საღამოდან დღეს შუადღემდე. ხშირ შემთხვევაში ტრაგედიას უსაფრთხოების ნორმების დარღვევა იწვევს. ყველაზე პრობლემატური ის არის, რომ მოქალაქეები ნასვამ მდომარეობაში შედიან ზღვაში. ახლაც მაშველები 28 წლის მამაკაცს ეძებენ რუსთავში, რომელიც გუშინ საღამოს ნასვამი შევიდა მდინარე მტკვარში. ადიდებულ მდინარეში სურდა ბანაობა. სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს რუსთავიდან წითელ ხიდამდე, ანუ აზერბაიჯანის საზღვრამდე და სამწუხაროდ, ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. უკვე 24 საათი გავიდა.

- სად არის ყველაზე საშიში ადგილები, მოქალაქეები რომ გაფრთხილდნენ?

- ახლა უკვე ზღვის სეზონი დაიწყო და ბუნებრივია, ყველაზე საშიში შავი ზღვაა. დღე არ გავა, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა თავი საფრთხეში არ ჩაიგდოს. მაგალითად, სამი დღის წინ შავ ზღვაზე 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იმის გამო, რომ ნასვამ მდგომარეობაში შევიდა ზღვაში. ხშირად ზღვაზე, მდინარის ნაპირზე, პიკნიკებს აწყობენ და შემდეგ ნასვამებს წყალში შესვლა უნდებათ. ასეთი შემთხვევების თითქმის 90 პროცენტი ფატალურად სრულდება... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი