"ირაკლი დასაწყნარებლად ჩავიდა... უთხრა, ჩავჯდეთ მანქანაში, ნუ ყვირიხარო, ჩაჯდნენ და უცაბედად ზურგში დანა დაარტყეს"

"ირაკლი დასაწყნარებლად ჩავიდა... უთხრა, ჩავჯდეთ მანქანაში, ნუ ყვირიხარო, ჩაჯდნენ და უცაბედად ზურგში დანა დაარტყეს"

"ქუჩის ბიჭების" წევრს ზურა ხაჩიძეს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, რა მოტივით დაჭრეს მისი მეგობარი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე. როგორც ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრისას ხაჩიძემ განაცხადა, ნოზაძე არაკონფლიქტური ადამიანია და არ იცის, რას შეიძლება ქალბატონი ამ ზომამდე მიეყვანა.

"ირაკლი არაკონფლიქტური ადამიანია. არ მახსენდება არც ერთხელ მისი აგრესიული ტონი. ყველა ვინც მას იცნობს, ახასიათებენ მას, როგორც მოსიყვარულე და თბილ ადამიანს. ამ ქალბატონმა რატომ გადაწყვიტა, რომ ასეთი რამ გაეკეთებინა, არ ვიცი. დამეთანხმებით, რომ არავის აქვს მეორე ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება. როგორ შეიძლება ქალბატონმა ასეთი რამ ჩაიდინოს. რამ შეიძლება გამოგიყვანოს ისე მდგომარეობიდან, როდესაც ქალი გქვია, რომ მიხვიდე, აგინო ადამიანს მეზობლების თვალწინ, ჩამოიყვანო და ასეთი რამ გააკეთო... როგორც მეზობლებისგან ვიცი, ირაკლი მის დასაწყნარებლად ჩავიდა, უთხრა, დავჯდეთ მანქანაში, ნუ ყვირიხარო... ჩაჯდნენ და ზურგში, უცაბედად რამდენჯერმე დანა დაარტყეს. ეს არის უკვე ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება" - აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.

ნახეთ ვიდეო: "ზურგში უცაბედად რამდენჯერმე დაარტყეს დანა" - ზურა ხაჩიძე ირაკლი ნოზაძის დაჭრის დეტალებზე

შეგახსენებთ, "ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. შსს-მ დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა - 29 წლის თამთა ჯანჯღავა და 24 წლის ნათია თოფურია. ჯანჯღავას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ხოლო ნათია თოფურია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

"ზუკას­ გიო ძალიან დააკლდა, მაგრამ ყველაფერს თავს გაართმევს" - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ