სამსახური, სადაც არც უმაღლეს განათლებას გთხოვენ და არც სამუშაო გამოცდილებას - რა არის onjob.ge?

სამსახური, სადაც არც უმაღლეს განათლებას გთხოვენ და არც სამუშაო გამოცდილებას - რა არის onjob.ge?

თუ სამუშაოს დაწყება ერთხელ მაინც გიცდიათ, შეამჩნევდით, რომ დამსაქმებელთა მოთხოვნები თითქმის ერთნაირია: უმაღლესი განათლება, რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება, ორი ან მეტი უცხო ენის სრულყოფილად ფლობა, საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა, სოციალური ქსელების მართვა, ახალი ტექნოლოგიების ცოდნა.

ასევე მსგავსია სამუშაო პირობებიც, რომლებსაც ხშირად დამსაქმებელი გვთავაზობს: გრაფიკი - სრული და დატვირთული, ანაზღაურება - საშუალოდ 500 ლარი.

ასეთ პირობებში, შრომის ბაზარზე ონლაინ-დასაქმების პლატფორმის გამოჩენა, ჩვენს წარმოდგენებს სამსახურის შოვნასთან დაკავშირებით, თავიდან ბოლომდე ცვლის. თუ გსურთ სამსახური, სადაც არ მოგთხოვენ უმაღლეს განათლებას, მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას, შეძლებთ დისტანციურად მუშაობას, მაშინ www.onjob.ge-ს უნდა ესტუმროთ.

ეს სადაზღვევო კომპანია ალდაგის ონლაინ-დასაქმების პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, გახდეს ონლაინ-აგენტი და გამოიმუშავოს სასურველი თანხა. ამისათვის ონლაინ აგენტს დასჭირდება იმ ადამიანების საკონტაქტო სიის შედგენა, რომლებიც შესაძლოა რომელიმე სადაზღვევო პროდუქტით იყვნენ დაინტერესებულნი და მათ შესახებ ინფორმაციის - (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) პორტალზე დარეგისტრირება. გარდა ამისა, 2018 წლის მაისიდან, მას უკვე შეუძლია დაინტერესებულ პირებს თავად მიყიდოს სამოგზაურო და ავტომფლობელის მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისები. თუ ონლაინ აგენტის მიერ დარეგისტრირებული პირი დაეზღვევა, ანაზღაურებასთან ერთად, აგენტს ბონუსის სახით ქულებიც დაერიცხება. ქულების გადაცვლას კი, ნებისმიერ იმ ვაუჩერში შეძლებს, რომელიც პორტალის კატალოგშია განთავსებული.

ლექსო ჩარკვიანი წლებია ავტომობილების იმპორტის სფეროში მუშაობს. ალდაგის ამ პროექტის შესახებ გასულ წელს სატელევიზიო გადაცემით შეიტყო და მას შემდეგ onjob.ge-ის ერთ-ერთი წარმატებული ონლაინ-აგენტია.

“მე თვითონ ავტოიმპორტიორი ვარ. როგორც კი ამ პროექტის შესახებ შევიტყვე, მაშინვე დავრეგისტრირდი onjob.ge-ზე და დავიწყე კონტაქტების დამატება. დაახლოებით 2 თვეში უკვე პირველი გაყიდული პოლისი მქონდა. ყოველ დღე, დაახლოებით, 3-4 საათს ვუთმობ ამ საქმეს. ბოლო ორი თვეა, აგრო-დაზღვევის განხრითაც დავიწყე მუშაობა სამეგრელოში და ვიცი, რომ ნამდვილად გაიყიდება ეს პოლისები,“ - ლექსო ჩარკვიანი.

როგორც ონლაინ აგენტი აღნიშნავს, მისი პირველი ხელფასი 600 ლარი იყო, შემდეგ უფრო გააქტიურდა და მისმა მომდევნო ანაზღაურებამ 1000 ლარი შეადგინა, გასული წლის ივნისში კიმან 2000 ლარის გამომუშავება მოახერხა.

25 წლის ანა ცინცაძე, ლექსო ჩარკვიანისგან განსხვავებით, დამწყებია. თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ ინოვაციური შესაძლებლობით ძალიან კმაყოფილია. როგორც ანა ამბობს, ალდაგის ეს შეთავაზება ხელსაყრელია ყველასთვის - როგორც სტუდენტებისთვის, ასევე დაუსაქმებელი ან დამატებითი შემოსავლის მაძიებელი ადამიანებისთვის.

„ამ საქმის შესრულება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. სავარაუდოდ, ყველას აქვს მინიმუმ 100 კონტაქტი თავის ტელეფონში და პირველ ეტაპზე შეგიძლიათ მათგან დაიწყოთ, როგორც მე გავაკეთე. ჩამოვყევი ჩემი ტელეფონის სიას და დავარეგისტრირე თითქმის ყველა. გამიმართლა და ორმა ადამიანმა დაზღვევა გადაწყვიტა. მესამე დაზღვეულის შემდეგ, უკვე ანაზღაურებას ავიღებ,“ - იხსენებს ანა ცინცაძე, რომელმაც დაგროვებული ბონუს-ქულები ერთ-ერთი სასურსათე მაღაზიის ვაუჩერში უკვე გადაცვალა.

ასე, რომ თუ ხართ სტუდენტი და დაგღალათ ისეთი სამსახურის ძიებამ, რომელსაც ლექციებს შეუთავსებთ, ან თუ მოგწყინდათ გასაუბრებებზე გაუთავებლად სიარული და იმედგაცრუება, ან გსურთ, არსებულ სამსახურს ახალი საქმიანობა დისტანციურად შეუთავსოთ, გაიარეთ რამდენიმეწუთიანი რეგისტრაცია onjob.ge-ზე და დაიწყეთ თანხის გამომუშავება.

R

„ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამირიცხეს თანხა, რომელსაც არ ველოდებოდი“- ტაქსის მძღოლის ისტორია

Samsung Galaxy S21-ის გაყიდვების ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა

როგორ შეიქმნა ყველაზე გამძლე პლანშეტი, რომლის დაზიანებაც თითქმის შეუძლებელია