10 საუკეთესო წიგნი, რომელიც ზაფხულში უნდა წაიკითხონ 8-დან 14 წლამდე ბავშვებმა

10 საუკეთესო წიგნი, რომელიც ზაფხულში უნდა წაიკითხონ 8-დან 14 წლამდე ბავშვებმა

საინტერესო თავგადასავალი, რომელიც უფრო ჭკვიანსა და საინტერესო ადამიანს გხდით - ეს კითხვაა. ოჯახში ყოველთვის ცდილობენ, ბავშვს კითხვა პატარაობიდანვე შეაყვარონ. ალბათ, იმიტომ, რომ კითხვა არის როგორც კარიერული წარმატების საწინდარი, ისე საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების საფუძველი. ეს არის მრავალმხრივი პროცესი, რომელიც უშუალოდ კითხვის მომენტშიც ანიჭებს ადამიანს სიამოვნებას და ამავდროულად, უამრავი თანმდევი პოზიტიური ეფექტი აქვს. კითხვა გონებას ავარჯიშებს და სიტყვების მარაგს ამრავალფეროვნებს. ადამიანის კონცენტრაციისა და ფოკუსირების უნარზე საკმაოდ დადებითი გავლენა აქვს. ზაფხული ნამდვილად საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ ბავშვები უფრო აქტიურად გაეცნონ ლიტერატურულ სიახლეებს და მათი ასაკისთვის შესაფერისი რაც შეიძლება ბევრი წიგნი წაიკითხონ. წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ გირჩევთ 10 საუკეთესო წიგნს, რომელიც უნდა წაიკითხოს 8-დან 14 წლამდე ბავშვმა ზაფხულის პერიოდში. „ბიბლუსის“ მიერ შემოთავაზებული ეს სია, რომელიც ამ ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე პოპულაურლ წიგნებს აერთიანებს, ნამდვილად გაგიადვილებთ არჩევანის გაკეთებას.

„როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“ - კრესიდა პოუელის ეს ნაწარმოები მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ტირაჟით იყიდება, ხოლო მისი ეკრანიზაციის სანახავად რიგები დგას კინოთეატრებთან. ქართველ მკითხველს საშუალება აქვს წიგნი უკვე ქართულ ენაზე წაიკითხოს და დრაკონებთან ერთად იმოგზაუროს ზღაპრულ სამყაროში.

„საძაგელი მამიდა“ - დევიდ უილიამსი. თუ 8-14 წლის ასაკის ბავშვისთვის ისეთ წიგნს ეძებთ, რომლის წაკითხვა არ დაეზარება, "საძაგელი მამიდა" ნამდვილად სწორი არჩევანია. ილუსტრაციებით გაცოცხლებული და იუმორით მოთხრობილი ამბავი ახალბედა მკითხველის "ჩასათრევად" ნამდვილად გამოდგება. ჩვენი შვილების დაინტერესება ხომ იოლი საქმე არ გახლავთ, მაგრამ ბრიტანელ მწერალ დევიდ უილიამსს, რომელსაც უკვე 4 მილიონზე მეტი წიგნი აქვს გაყიდული, ეს ნამდვილად შეუძლია.

„ადამიანი-კონტროლერი“- დევიდ ბედიელი. წიგნის გმირები ფრედი და ელი ტყუპები არიან. მათ ძალიან უყვართ ვიდეოთამაშები. ერთ მშვენიერ დღეს და-ძმას კომპიუტერის ეკრანზე მისტერი მენი ეცხადება – იდუმალებით მოცული კაცი; იგი მათ ვიდეოთამაშების კონტროლერს უგზავნის, რომელიც სხვა კონტროლერებს არ ჰგავს. დაბნეული და გაოცებული ბავშვები ცდილობენ, გამოიცნონ, რა შეუძლია ამ უცნაურ ხელსაწყოს და ნამდვილი თავგადასავლიც აქედან იწყება.

„შერლოკი, ლუპენი და მე“ - ირენ ადლერი. საოცარი ბავშვები – სამი განუყრელი მეგობარი, რომლებსაც ერთად ნებისმიერი კრიმინალური შემთხვევის გამოძიება შეუძლიათ. ვინ არ დაფიქრებულა, როგორი იქნებოდა ბავშვობაში შერლოკ ჰოლმსი, ან ის ერთადერთი ქალი, რომელმაც სახელგანთქმულ მაძებარს სულის სიმშვიდე დაუკარგა?!. ან არსენ ლუპენი, ცნობილი „ჯენტლმენი ქურდი“?! დიახ, ამ წიგნში ისინი ჯერ ბავშვები არიან! შერლოკ ჰოლმსი, არსენ ლუპენი და ირენ ადლერი ერთმანეთს პირველად 1870 წელს შეხვდნენ, საფრანგეთის კურორტ სენ-მალოში. იქ დასასვენებლად ჩავიდნენ, თუმცა სასტიკ დანაშაულთა მომსწრენი გახდნენ და მთავარი ამბავიც აქედან იწყება.

„ბიჭი, ჩიტი და ოსტატი ალბერტო“ - მატილდა ვუდსი. "როდესაც ალორაში მოხვდები, მაშინვე უნდა ასწიო თავი მაღლა და შეხედო ცას, რომ დაინახო ჯადოსნური სამყარო ყოველდღე და ყოველღამე."თუმცა თუ თქვენ ალორაში მოხვედრას ვერ ახერხებთ, ჯადოსნურ სამყაროში ავსტრალიელი მწერლის მატილდა ვუდსის ნაწარმოები "ბიჭი, ჩიტი და ოსტატი ალბერტო" გამოგზაურებთ. სიყვარული, მეგორბრობა, სიკეთე, ურთიერთდახმარება, შრომისმოყვარეობა - ეს კი იმ თვისებების მცირე ნაწილია, რომელსაც თქვენი პატარები ამ წიგნიდან მიიღებენ და შეისწავლიან. წიგნი არის ყველანაირ ადამიანურ შეგრძებებზე, რომლის არსებობაც ადამიანის შინაგან სამყაროს აყალიბებს.

„პაქსი“ - სარა პენიპიკერი. ამერიკელი მწერლის, სარა პენიპეკერის საყმაწვილო რომანი მარადიულ ღირებულებებზე გვესაუბრება, როგორიც სიკეთე და სიყვარულია. „პაქსი“ არა მარტო თავდადებისა და ნამდვილი მეგობრობის ისტორიაა, არამედ ერთგვარი ომის საწინააღმდეგო მანიფესტიც, რომელიც გვასწავლის, რომ სწორად ცხოვრებისთვის ერთმანეთის მოფრთხილება და ერთმანეთის სიცოცხლეზე ზრუნვაა საჭირო.

„პრინცესების აკადემია“ - შენონ ჰეილიეს ამბავი ერთ პატარა სოფელში დაიწყო – იმ დღეს, როდესაც ხმა გავრცელდა, მეფის ქურუმმა ბრძანა, მომავალი პრინცესა სწორედ ამ სოფელში ცხოვრობსო. ჰოდა, ახლა უფლისწულმა სოფლის გოგონებიდან უნდა აირჩიოს საცოლე. მანამდე კი მეფის დესპანმა მთაზე აკადემია დააარსა, სადაც თითოეული გოგონა ისწავლის, როგორ გახდეს პრინცესა. ვის გაუმართლებს? რომელს აირჩევს უფლისწული? ერთი შეხედვით თითქოს მარტივად გამოსაცნობია, მაგრამ მოულოდნელობა სწორედ იქ „ჩასაფრებულა“, სადაც არ ელით.

„საოცნებო მშობლები“ - დევიდ ბედიელი. ნაწარმოების მთავარი გმირი, ბარი ამბობს: "მე მინდა მყავდეს უკეთესი მშობლები" და უცებ მთელი ოთახი რყევას იწყებს. ბარი ბენეტს თავისი სახელი სძულს. ეს მეორე პუნქტია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილია, რას უწუნებს მშობლებს. სულ კი ათი მიზეზი აქვს, რატომაც უკეთეს დედ-მამაზე ოცნებობს. თუმცა, ისეთი სამყაროც არსებობს, სადაც პატარების მშობლებს თვითონ ირჩევენ. ამ სამყაროში მოხვედრა ბარისთვის სანუკვარი ოცნების ახდენას ნიშნავს. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს...

„საოცრება“ - რ.ჯ. პალაციო. ავგუსტ პულმანი დეფორმირებული სახით დაიბადა, რის გამოც სკოლაში არ დადიოდა. ახლა კი მეხუთე კლასში უნდა დაიწყოს სწავლა. ავგუსტი ხომ ჩვეულებრივი ბიჭია, მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. დაიჯერებენ მისი თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია? ეს არის წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები და აქ არიან გმირები, რომლებსაც პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ. ნაწარმოების მიხედვით უკვე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი ჰოლივუდში, რომელმაც სულ რამდენიმე დღეში მოიპოვა დიდი პოპულარობა.

„ყველაფერი, ყველაფერი“ - ნიკოლა იუნი. მედლინ ვითიერს იშვიათი და უცნაური დაავადება აქვს და ამიტომ სახლიდან ფეხი არასდროს გაუდგამს. მის სტერილურ ოთახში ყველაფერი თეთრია წიგნის ყდების გარდა. რა ხდება მაშინ, როდესაც მეზობლად ახალი ოჯახი გადმოდის და მედლინის ცხოვრებაში ჩნდება ოლი – ბიჭი, რომელიც ერთ ადგილას ვერასდროს ისვენებს? „ყველაფერი, ყველაფერი" არის ისტორია იმ მღელვარებასა და გულისტკენაზე, რომელიც საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლას და სიყვარულის გამო რისკზე წასვლას შეიძლება მოჰყვეს. „ყველაფერი, ყველაფერი" ახალგაზრდა მწერლის, ნიკოლა იუნის სადებიუტო რომანია, რომელიც გამოსვლისთანავე მოექცა The New York Times-ის ბესტსელერების სიის სათავეში.

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ კვლავ შემოგთავაზებთ რჩევებს საფხულში საკითხავ ლიტერატურასთან დაკავშირებით.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა