დღეს  სავსემთვარეობაა - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ასტროლოგი

დღეს  სავსემთვარეობაა - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ასტროლოგი

დღეს სავსემთვარეობაა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში რეკომენდაციებს აქვეყნებს:

"28 ივნისის სავსემთვარეობა, რომელიც 9:52ზე თხისრქა-კირჩხიბის ღერძის 06°28'ზე მზისა და მთვარის ზუსტი დაპირისპირების დროს დგება, საკმაოდ სერიოზულ მიდგომებს მოითხოვს ჩვენგან, რადგან ამ დროს მთვარე და თხისრქის მმართველი სატურნი შეერთებაში მოდიან.

მოგეხსენებათ, რომ სავსე მთვარის დღეები მუდამ სირთულით გამოირჩევა სხვა დღეებისაგან. ამ პერიოდში მწვავდება ჩვენი ემოციური ფონი, ორგანიზმი სუსტდება და იმუნური სისტემა ვერ მუშაობს სათანადოდ. ადამიანები უფრო გაღიზიანებულები და კონფლიქტურები ხდებიან. ხასიათის მოულოდნელი, უმიზეზო ცვლილებები, შინაგანი აფორიაქებულობა, უაზრო აღტყინებიდან ასეთივე უსაფუძვლო დეპრესიულ განწყობამდე მერყეობს. მაგრამ ამ კონკრეტულ სავსემთვარეობისათვის ასეთი შფოთვა დამახასიათებელი არ იქნება. ვინაიდან თხისრქას და მის მმართველ სატურნს უაღრესად სტაბილური ხასიათი გააჩნიათ.

სატურნი პასუხისმგებლობების, ვალდებულებების პლანეტაა, ის ითხოვს კეთილსინდისიერად მოვეპყრათ იმ მოვალეობებს, რომლებიც გვაკისრია, გამოვიჩინოთ პატივისცემა კანონების, წესების, მათ შორის შინა-განაწესების მიმართ, არ შევეპასუხოთ უფროსებს, ხანდაზმულ ადამიანებს, ვეცადოთ გულისხმიერებით მოვეკიდოთ მათ თხოვნებს თუ მოთხოვნებს. ამ დღეებში არ ღირს შევეჭიდოთ რაიმე ახალს, სჯობს კარგად გამოცდილი ძველი გზებით სიარული, ახლა ნოვატორობის დრო არაა, მითუმეტეს - მარსიც რერტოგრადულია. საქმეებში შეფერხებები წარმოიშვება, განსაკუთრებით კარიერის განხრით. მოსალოდნელია საათების გაუმართაობა, ან სხვა წვრილმანები, რომლებიც შეხვედრებზე დაგვიანებების ალბათობებს შექმნის.

რეკომენდებულია დღის განრიგის სიზუსტით გაწერა და მისი მაქსიმალური დაცვა. იყავით დისციპლინირებულები, მოწესრიგებულები, თავშეკავებულნი... ეს უსათუოდ დაგიცავთ უსიამოვნებებსაგან.

არასასურველია ოფიციალური ინსტანციებისათვის მიმართვა, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც მშენებლობას ეხება. კრიზისული პერიოდია ურთიერთობებისთვისაც - შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ პარტნიორის გრძნობები თქვენს მიმართ გაცივებულია, ჯეროვან ყურაღებას ვეღარ ღებულობთ. მოითმინეთ, ეს მალე გადაივლის. მომდევნო დღეს უკვე მერკური ლომის ზოდიაქოში გადავა და კომუნიკაციაც უფრო დათბება. თუმცა ამაზე უკვე ცალკე სტატიაში გესაუბრებით".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს