ავტორი:

სომხეთში დიდი დაკავებების სერია დაიწყო - ფაშინიანის ხელისუფლება "მხცოვან მაფიოზებს" "დაერია"

სომხეთში დიდი დაკავებების სერია დაიწყო - ფაშინიანის ხელისუფლება "მხცოვან მაფიოზებს" "დაერია"

სომხეთში ხელისუფლების შეცვლის კვალდაკვალ დიდი დაკავებების სერიაც დაიწყო. "მხცოვან მაფიოზებს დაერივნენ"; "სომხეთი მაფიის გარეშე როგორ იარსებებს?"; "ცოტა ტემპი მაინც შეამცირონ, ასეთ სასიხარულო ამბებს ერთბაშად ნუ მოგვაყრიან..." - ასეთი სახალისო ფრაზებით ხვდებიან სომხები ქვეყანაში მიმდინარე სიახლეებს, რომელიც ბოლო დღეებში ადგილობრივი პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ავტორობით ხორციელდება.

ერთი სიტყვით, სომხეთში რევოლუცია არ დასრულებულა, გენერალური დაკავებები გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, ერევანში, იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ბრალდებით, ექსპრეზიდენტის ძმა ალექსანდრე სარგსიანი დააკავეს. ის მალევე გაათავისუფლეს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მას ან ქვეყნიდან წასვლა მოუწევს, ან ისევ დააკავებენ, რადგან ამის გასაკეთებლად საკმაოდ დიდი საფუძველი აქვთ.

სომხური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანის ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნება. ასევე რამდენიმე დღის წინ, სარგსიანის მარჯვენა ხელი და საიმედო ფიგურა, საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი რეგალიების მქონე პერსონა, ეჩმიაძინის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ომის გმირი და დამოუკიდებელი სომხეთის დეპუტატი, მანველ გრიგორიანი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს ადამიანი, წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით აქტიურობდა.

"ის ჯერ კიდევ არცახის ომის გმირია და მუდმივად გვეუბნებოდა, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრი კი არა, არცახის ომის გმირია... ასეთი თვითპიარის მიუხედავად, მაინც ყველამ იცოდა, თუ როგორ მოვიდა ეს ადამიანი ხელისუფლეაში, როგორ გაიკეთა კარიერა ომიდან ომამდე და როგორ მოაგროვა დიდძალი ქონება იმ ადგილებში, სადაც ომი იყო...", - წერს ekhokavkaza.com-ის ჟურნალისტი.

თუ რატომ მიიტანეს იერიში კონკრეტულად იმ კრიმინალ ვეტერანზე, მაშინ როდესაც სომხეთში უამრავი "გრიგორიანისნაირი" ცხოვრობს, რომლებიც ასევე კორუფციით გამდიდრდნენ და შემდეგ კრიმინალური ავტოროტეტებიც გახდნენ, ეს ქვეყანაში მთავარი კითხვაა; გამოცემის ჟურნალისტის თქმით, ეჩმიაძინის რეგიონში არავითარი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტიკურ ცვლილებებს არ ექნება აზრი, თუ გენერალი თავის პოზიციაზე იქნება.

"არადა, გრეგორიანს ასობით თანამზრახველი და "კოლეგა" ჰყავს. წლების განმავლობაში ადამიანებს ატერორებდნენ, აკონტროლებდნენ ბიზნესებს და ფულს ათეთრებდნენ... თუ მათ არ დაიჭირენ, მაშინ გამოდის, რომ რევოლუცია არ მომხდარა. როგორც ჩანს, ნიკო ფაშინიანი უკანდახევას არ აპირებს, ან უბრალოდ მას გარემოცვა არ აძლევს მოდუნების საშუალებას" - წერს ადგილობრივი მედია.

ზოგადად, ეჩმიაძინი, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში დაკავებებისა და მიმდინარე ცვლილებების გარშემო პროტესტი და აქციების არ ცხრებოდა, კრიმინალური ავტორიტეტების სიმრავლით გამოირჩევა. არსებული ინფორმაციით, კიდევ ერთი დაკავებული ბიზნესმენ-რეკეტიორის ე.წ. დონ პიპოს დაპატიმრებას მისი მხარდამჭერების აქციებიც კი მოჰყვა, რადგან ეს უკვე ნიშნავს, რომ მის გზას რამდენიმე ათეულ ადამიანს გაუყენებენ...

ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელში წერს, რომ დასაწყისისთვის კარგია, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ბევრი, შავ-ბნელი საქმის ავტორი გარეთ არის და ისინი აუცილებლად უნდა გასამართლდნენ.

როგორც ჩანს, სომხური შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის ხელთ არსებული დასაჭერების სია ნამდვილად ვცრელია. რამდენიმე დღის წინ, ქონების დამალვის ბრალდებით, ექსპრეზიდენტის დაცვის ყოფილი უფროსი ვაჩაგან ღაზარიანი დააკავეს, რომელსაც 1.5 მილიარდი დრამი ჰქონდა გადამალული. სამართალდამცავებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ "ქონებრივი დეკლარაციის შევსება დაავიწყდა".

"ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს, 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდგომ საქართველოს. ალბათ ყველა ქვეყანაში ასე იწყება წესრიგის დამყარება" - წერენ სომხები სოციალურ ქსელებში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე