ბათუმში, 1-ელი ივლისიდან ხმაურის გადაჭარბებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან

ბათუმში, 1-ელი ივლისიდან ხმაურის გადაჭარბებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან

პირველი ივლისიდან, ხმაურის გადაჭარბებისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტო გამოავლენს და დააჯარიმებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში შეიქმნა ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილება, რომლის თანამშრომლებიც 24- საათიან რეჟიმში, შსს-ს მიერ გადაცემული ხმაურსაზომი აპარატების მეშვეობით, ინსპექტირებას გაუწევენ აკუსტიკური და პიროტექნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემულ ხმაურს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხმაურის გადაჭარბება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარით. ქმედების განმეორებით ჩადენისას ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 1000 ლარის ოდენობით.

„იმოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შეატყობინონ მონიტორინგის ჯგუფს მიმდინარე სამართალდარღვევის შესახებ. ცხელი ხაზის ნომერია: +995 598 85 15 20. გარდა ამისა 24 - საათიან რეჟიმში იმოქმედებს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს “ფეისბუქ” გვერდი: https://bit.ly/2KzeW47 . ცხელი ხაზი ამოქმედდება 1-ელი ივლისიდან. გაფრთხილების შემდეგ, ხმაურის გადაჭარბება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარით. ქმედების განმეორებით ჩადენისას ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 1000 ლარის ოდენობით. ხმაურის გადაჭარბებისთვის დაჯარიმების უფლება აქამდე საპატრულო პოლიციას გააჩნდა. დამრღვევი პირები გამოვლინდებიან და დაჯარიმდებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამათალდარღვევათა კოდექსის 77/1 და 77/ 2 მუხლები”,- ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ