ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზთან მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს - რა კომენტარს აკეთებს საგარეო უწყება

ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზთან მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს - რა კომენტარს აკეთებს საგარეო უწყება

ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ჭვრინისის განაპირას, მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, უკვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზი".

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია და ხელისუფლების და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, ევროკავშირის მისიასთან ერთად, შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ დაკავებულის ადგილსამყოფელის დასაზუსტებლად და დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

:ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია ჩაყენებული" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ე.წ.მესაზღვრეების მიერ სოფელ ჭვრინისში მცხოვრები არასრულწლოვნის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

„მოზარდის დაკავებაზე ჩემი ინფორმაციით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია ჩაყენებული. მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა ჩვენი პარტნიორი. მსგავსი შემთხვევების დროს არსებობს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და ეს გეგმა უკვე ამოქმედებულია“, - განაცხადა ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

იხილეთ ვიდეო: ე.წ.მესაზღვრეებმა სოფელ ჭვრინისში მცხოვრები მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი