ახალგორში საქართველოს 25 წლის მოქალაქე დააკავეს

ახალგორში საქართველოს 25 წლის მოქალაქე დააკავეს

სამხრეთ ოსური მხარე საქართველოს 25 წლის მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება. სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ე.წ. ძალოვანებმა „რეიდის“ დროს, ლენინგორში (ახალგორში) საქართველოს მოქალაქე მარიხუანას უკანონო შენახვისთვის დააკავეს.

„რეიდის დროს გააჩერეს “ტოიოტა ჰაილუქსის“ ვტომანქანა. პირადი დათვალიერებისას საქართველოს მოქალაქეს, 25 წლის მძღოლს შარვლის ჯიბეში ქაღალდში გადახვეული 3,95 გრამის ოდენობის მარიხუანა აღმოაჩნდა“, - წერს სააგენტო წყაროზე დაყრდნობით.

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო შსს-ში განაცხადეს, რომ ძიებას ახალგორის შს სამმართველო აწარმოებს.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?