რა არის ადამიანის წარმატების განმსაზღვრელი მის პირად ჰოროსკოპში - მომგებიანი სფეროები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რა არის ადამიანის წარმატების განმსაზღვრელი მის პირად ჰოროსკოპში - მომგებიანი სფეროები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რა არის ადამიანის წარმატების განმსაზღვრელი მის პირად ჰოროსკოპში? ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს:

"როგორ გავიგოთ, რა სფეროში უფრო გაგვიმართლებს, ვთქვათ იგივე კარიერული ან ბიზნესის თვალსაზრისით? როგორც არაერთხელ გვითქვამს, იუპიტერს ასტროლოგიაში "დიდ ბედნიერებას" ვუწოდებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუკაში მის მდებარეობას ექნება განმსაზღვრელი ფუნქცია, თუ რა სფეროში გაუმართლებს ყველაზე მეტად მის პატრონს, სად მიაღწევს მაქსიმალურ წარმატებას.

მოდით, მაშინ განვიხილოთ, რა კონკრეტულ თვისებებს იძლევა იუპიტერის მდებარეობა კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანებში: ვერძში მისი პატრონისათვის საჭირო იქნება არ ეცადოს ჩრდილში დარჩენას და არ მოერიდოს საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების, თუ ნიჭის წარმოჩენას.

ვერძი - იუპიტერი აუცილებლად მოუტანს პოპულარულობას და პირველობას. წარმატებული სფეროები იქნება სამხედრო საქმე, მჭედლობა, საცხობი, საყასბო, რკინის ან სხვა ლითონის საბადოები. სამედიცინო სფეროებიდან ქირურგია, სტომატოლოგია. თუ სურს მიაღწიოს სოციალურ ზრდას,

იუპიტერი - კუროსათვის მომგებიანი ბიზნესი იქნება სასაწყობო მეურნეობაში მუშაობა, სოფლის პროდუქტების წარმოება და გაყიდვა, პროდუქტის მაღაზიები, ჩანთების, ჩემოდნების, საფულეების ბიზნესი.

ტყუპი - იუპიტერისათვის წარმატებული საქმიანობის სფეროები არის პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, საინფორმაციო ბიურო, წიგნების ან საკანცელარიო ნივთების ბიზნესი, საფოსტო გადაზიდვები. მანქანებით ვაჭრობა.

თუ თქვენი იუპიტერი კირჩხიბის ნიშანში დგას, სფერო რომელიც წარმატებას მოგიტანთ დაკავშირებული იქნება უძრავ ქონებასთან, ისტორიასთან, არქეოლოგიასთან, გენეტიკასთან, შესაძლოა ეს აგრეთვე იყოს სამშობიარო სახლის დაარსება, სასაფლაოების მოწყობა, აგრეთვე ლოგინის თეთრეულით, სამზარეულოს ჭურჭლით, ნიჟარებით ან აბაზანებით ვაჭრობა.

თეატრი, სცენა, პრეზენტაციები, აუქციონები, სათამაშო სახლები ანუ კაზინოები, ნებისმიერი სახის დაწესებულება, რომელიც ადამიანების გართობაზე იქნება ორიენტირებული საქმიან წარმატებას მოუტანს ლომ - იუპიტერს. მათ შორის ღია ტიპის, ისეთი როგორიცაა პლიაჟები ან სპორტული მოედნები. ასევე მისი ბიზნესისთვის წარმატებული იქნება ოქროს სამკაულების თემა.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც იუპიტერი ქალწულის ნიშანში ჰყავთ. მათ სამედიცინო სფეროს, მათ შორის სააფთიაქო საქმეს ან ბუღალტერიას ვურჩევთ. ასევე შეუძლიათ გახსნან ბიურო, რომელიც ადამიანებს დასაქმებაში შეუწყობს ხელს. ვთქვათ, ძიძების, ან დამლაგებლების ან სხვა მსგავსი მომსახურების სფეროში.

სასწორი იუპიტერის მქონეებისათვის ბუტიკების, სალონების, მოდების ატელიეების, პარფიუმერული მაღაზიების თემა იქნება წარმატებული. მათ ასევე შეუძლიათ წარმატებებს მიაღწიონ იურისპრუდენციაში, კერძოდ საადვოკატო საქმეში.

იუპიტერი მორიელის მქონე ხალხს სოციალური წინსვლის, და მატერიალური სარგებლის მიღების მაღალ შანსებს მისცემს ქირურგიაში მუშაობა, მათ ასევე შეუძლიათ გახსნან ნოტარიალური, სასაწყობო ან დამკრძალავი ბიურო, ივაჭრონ იარაღით, ან სანიტექნიკის ნივთებით. დიდ წარმატებას მოუტანთ შახტების დამუშავება.

საუნივერსიტეტო საქმიანობა იუპიტერი - მშვილდოსნებისთვის იქნება ზედგამოჭრილი. მათ წარმატებებს მოუტანთ ასევე უცხოეთთან კავშირები, საგამომცემლო საქმე, რუკების შედგენა, აგრეთვე იპოდრომები, საჯინიბოები, თავისთავად ცხადია - ცხენები. ასევე შეუძლიათ გახდნენ ეკლესიის მსახურნი ან მოსამართლეები.

იუპიტერი - თხისრქისათვის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობაა ყველაზე უფრო კარგი საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად. მას უნდა ეყოს მოთმინება, თანდათან გაიაროს ყველა საფეხური და აი, მაშინ აუცილებლად მიაღწევს დიდების უმაღლეს მწვერვალს! თუმცა მას ასევე შეუძლია მშენებლობის ბიზნესში წავიდეს, ან ქვისსამტეხლოს მფლობელი გახდეს, დაარსოს კიბეების მწარმოებელი საამქრო. ან აწარმოოს ტყავის ნაწარმი, ვთქვათ ქამრები, ჩანთები ან ფეხსაცმელები.

მერწყული - იუპიტერისათვის ბიზნესი ელექტროსაქონელის, უპირატესად კი თანამედროვე ორგტექნიკის სფეროში იქნება მომგებიანი. შეუძლია დააარსოს ტელევიზია, კომპიუტერული ცენტრი, ასტროლოგიის სკოლა, იმუშაოს ავიაციის ან ფიზიკის სფეროში.

მათ, ვისაც იუპიტერი თევზების ნიშანში ჰყავთ ბიზნესის სფეროდ შეუძლიათ ალკოჰოლური სასმელებით, თამბაქოთი, მედიკამენტებით, ქიმიური საშუალებებით, ან ზღვისპროდუქტებით ვაჭრობა აირჩიონ. მომგებიანი იქნება ქიმწმენდის მიმღები პუნქტის, ბენზინგასამართი სადგურის ან საცურაო აუზის ფლობაც. მათ ასევე წარმატებას მოუტანთ ხელოვნების სფეროში მოღვაწეობა, მათ შორის ფოტოგრაფიის ან კინოს მიმართულებით.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ