მიხეილ ჩხენკელი - კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება

მიხეილ ჩხენკელი - კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება. როგორც ჩხენკელმა ჟურნალისტებს 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში განუცხადა, კონდიციონერებს უცხოეთიდან ელოდებიან.

„2-5 ივლისის ჩათვლით არის მაღალი ტემპერატურა. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ პერიოდში ეროვნული გამოცდები ჩატარდება მხოლოდ დილის ცვლაში. ამ კვირის ბოლომდე ყველა ცენტრი იქნება აღჭურვილი კონდიციონერებით. კონდიციონერებს ველოდებით უცხოეთიდან და კვირის ბოლომდე დამონტაჟდება ყველა საგამოცდო ცენტრში. წელს პირველი წელია, როდესაც კონდიცირებით აღჭურვა ხდება საგამოცდო ცენტრების. ეს საკითხი ჩვენ დავძარით. მთავარი გამოწვევა არის, რომ სკოლებში, სადაც საგამოცდო ცენტრებია, არსებული ელექტროქსელი ვერ უძლებს კონდიციონერის დატვირთვას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გარედან შეგვეყვანა სპეციალური კაბელი, რომელიც უძლებს კონდიციონერების სისტემას. ზოგადად, გამოსაცვლელია ელექტროქსელი ყველა სკოლაში და ეს აუცილებლად მოხდება მომავალი წლისთვის“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეროვნულმა გამოცდებმა ჩაიაროს ნორმალურ და კომფორტულ ვითარებაში.

„მიმდინარეობს და უკვე დასრულდა ზოგიერთი სკოლის კონდიცირებით აღჭურვა. სკოლების ნაწილში სპლიტ კონდიციონერები დამონტაჟებულია ყველგან, სკოლების ნაწილში არის შერეული სისტემა - ე.წ. მობილური კონდიციონერები და ვენტილატორები. ვენტილატორები და ცივი წყლის დისპენსერები ყველა საგამოცდო ცენტრშია“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს. როგორც ჟურნალისტებს მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

"ჩემი მოსაზრებაა, რომ ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. შესაძლებელია, ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე. მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები და არ იყოს ივლისში, როდესაც ცხელა. სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს სრულიად შესაძლებელია ერვნული გამოცდების ჩატარება და ამ იდეას ვიხილავთ", - განაცხადა ჩხენკელმა.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ ჩხენკელის კომენტარი საგამოცდო ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვაზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ